1. სხ-ის მეთაურმა მგზავრების გადაყვანის ან ტვირთის გადაზიდვის განმავლობაში არ უნდა განახორციელოს შემდეგი მდგომარეობების იმიტირება:

ა) მდგომარეობები, რომლებიც საჭიროებენ არასტანდარტულ ან საავარიო მდგომარეობაში მოქმედების პროცედურების გამოყენებას; ან

ბ) სახელსაწყო მეტეოროლოგიურ პირობებში (IMC) ფრენა.

2. მიუხედავად ამ მუხლის 1-ლი პუნქტისა, როდესაც სერტიფიცირებული სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულება ახორციელებს საწვრთნელ ფრენებს, შესაძლებელია ასეთი მდგომარეობები იმიტირებულ იქნეს სტუდენტი–პილოტის ბორტზე ყოფნის შემთხვევაში.

შენიშვნა: სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულების სერტიფიცირება ხორციელდება სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 24 სექტემბრის №221 ბრძანებით დამტკიცებული წესის „სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულების სერტიფიცირების წესი“ შესაბამისა