დაფრენის მიზნით დასაფრენად შესვლის დაწყებამდე, სხ-ის მეთაური უნდა დარწმუნდეს, რომ:
ა) არსებული ხელმისაწვდომი ინფორმაციის შესაბამისად, მეტეოროლოგიური პირობები აეროდრომზე ან საფრენ მოედანზე და გამოსაყენებლად დაგეგმილი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მდგომარეობა არ შეუშლის ხელს დასაფრენად შესვლის, დაფრენის ან შეწყვეტილი დასაფრენად შესვლის უსაფრთხოდ განხორციელებას; და
ბ) შერჩეული აეროდრომის საექსპლუატაციო მინიმუმები ითვალისწინებს შემდეგ საკითხებს:
ბ.ა) მუშა მდგომარეობაში მყოფი სახმელეთო მომსახურების აღჭურვილობა;
ბ.ბ) სხ-ის მუშა მდგომარეობაში მყოფი სისტემები;
ბ.გ) სხ-ის საფრენოსნო მახასიათებლები; და
ბ.დ) საფრენოსნო ეკიპაჟის კვალიფიკაციებ