1. იმ შემთხვევაში, როდესაც სხ-ს მოეთხოვება დაფრენის განხორციელება იმ ტერიტორიაზე, რომლის თავზეც იგი ფრენას ასრულებს, აუცილებელია საჰაერო მოძრაობის მომსახურების განმახორციელებელი ორგანო დარწმუნდეს, რომ:
ა) მითითებული აეროდრომი მოცემული ტიპის სხ-ის უსაფრთხო დაფრენისათვის გამოსადეგია, განსაკუთრებით, თუ აეროდრომი სამოქალაქო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვებისათვის, ჩვეულებრივ, არ გამოიყენება;
ბ) მიდამოების ლანდშაფტი ხელსაყრელია წრეზე ფრენის, დასაფრენად შესვლის და მეორე წრეზე წასვლის მანევრების შესასრულებლად;
გ) გზაგადაჭრილი სხ-ის საწვავის მარაგი აეროდრომამდე საფრენად საკმარისია;
2. როდესაც სხ-ს მოეთხოვება უცნობ აეროდრომზე დაფრენის განხორციელება, სხ-ს უნდა ჰქონდეს საკმარისი დრო ამ აეროდრომზე დაფრენისათვის მოსამზადებლად.
3. მხოლოდ სხ-ის მეთაური იღებს გადაწყვეტილებას, თუ რამდენად უსაფრთხო იქნება დაფრენა, ასაფრენ-დასაფრენი ზოლის (შემდგომში ადზ) სიგრძისა და დაფრენის მომენტზე სხ-ის მასიდან გამომდინარე.
4. გზაგადაჭრილ სხ-ს, დასაფრენად შესვლის და დაფრენის უსაფრთხოდ შესრულების მიზნით საჭირო ინფორმაციის გადაცემა ხორციელდება რადიოტელეფონი