1. დასაფრენად სახელსაწყო შესვლის რუკა გამოიცემა სახელსაწყო ფრენის პროცედურების მქონე სამოქალაქო აეროდრომებისთვის.
2. დასაფრენად სახელსაწყო შესვლის ცალკეული რუკა გამოიცემა დასაფრენად ზუსტი შესვლის თითოეული პროცედურისთვის.
3. დასაფრენად სახელსაწყო შესვლის ცალკეული რუკა გამოიცემა დასაფრენად არაზუსტი შესვლის თითოეული პროცედურისთვის.
შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ დასაფრენად შესვლის შუალედური საფეხურის, დასაფრენად შესვლის დასკვნითი მონაკვეთის და მეორე წრეზე წასვლის სქემები იდენტურია, ნებადართულია დასაფრენად ზუსტი ან არაზუსტი შესვლის ერთზე მეტი სქემის ასახვა ერთ რუკაზე.
4. იმ შემთხვევაში, თუ დასაფრენად შესვლის შუალედური საფეხურის, დასაფრენად შესვლის დასკვნითი საფეხურის და მეორე წრეზე წასვლის პროცედურები იდენტურია, დასაფრენად ზუსტი ან არაზუსტი შესვლის ერთზე მეტი პროცედურისთვის შეიძლება გამოიცეს ერთი რუკა. იმ შემთხვევაში, როდესაც მიმართულების ხაზის, დროის ან აბსოლუტური სიმაღლის მნიშვნელობა განსხვავებულია საჰაერო ხომალდების კატეგორიების მიხედვით, მაგრამ არა სახელსაწყო წესით დასაფრენად შესვლის საბოლოო სეგმენტზე და ამ სხვაობების ჩამონათვალმა ერთ რუკაზე შესაძლოა გამოიწვიოს უწესრიგობა ან გაურკვევლობა, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ერთზე მეტი რუკა.
შენიშვნა: სააერნაოსნო მომსახურების წესების „საჰაერო ხომალდების ფრენების წარმოება“ (PANS-OPS, Dос 8168) მე-2 ტომის 1-ელი ნაწილის მე-4 კარის მე-9 თავში მოცემულია საჰაერო ხომალდების კატეგორიები.
5. დასაფრენად სახელსაწყო შესვლის რუკების განახლება უნდა განხორციელდეს ყოველთვის, როდესაც ძველდება ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია ფრენის უსაფრთხოდ შესასრულებლა