1.  თუ სტანდარტული სახელსაწყო მოფრენის (STAR) რუკა შესრულებულია მასშტაბში, მასზე დაიტანება ყველა ღია წყლის სივრცის, დიდი ტბების და მდინარეების სანაპირო ხაზის ზოგადი კონტურები, თუ ისინი არ ართულებენ რუკის დანიშნულებისთვის უფრო დამახასიათებელი სხვა ინფორმაციის გაგებას.

2. საექსპლუატაციო თვალსაზრისით, რელიეფის ზედაპირის მნიშვნელოვანი თავისებურებების მქონე რაიონებში ვითარების შესახებ ინფორმაციულობის ასამაღლებლად, რუკა უნდა შესრულდეს მასშტაბში, ხოლო აეროდრომის შემაღლებიდან 300 მ-ზე (1000 ფუტზე) მეტი სიმაღლის მქონე რელიეფის ყველა ელემენტი გამოისახება გასწორებული ზედა კონტურული ხაზით, მათი მნიშვნელობების მითითებით და ყავისფერი ჰიფსომეტრიული ელფერის გამოყენებით. შესაბამისი მაღლივი ნიშნულები, მათ შორის, მაქსიმალური შემაღლება ყოველი რაიონის ფარგლებში, რომელიც შემოსაზღვრულია ზედა ჰორიზონტალით, უნდა აღინიშნოს შავი ფერით. გარდა ამისა, უნდა მიეთითოს დაბრკოლებები.

შენიშვნა 1: ტონალური ჰიფსომეტრის გამოყენების დასაწყისში შეიძლება შეირჩეს ყველაზე შესაფერისი კონტურული ხაზი, რომელიც დატანილია ძირითად ტოპოგრაფიულ რუკებზე და რომელიც აღნიშნავს ძირითადი აეროდრომის შემაღლებიდან 300 მ (1000 ფუტი) სიმაღლის რელიეფის ელემენტებს;

შენიშვნა 2: ყავისფერი ელფერი, რომელსაც უნდა დაეფუძნოს ნახევარ ტონალური ჰიფსომეტრია, მოცემულია ამ წესის №3 დანართში (რუკაზე გამოყენებული ფერები);

შენიშვნა 3: შესაბამისი მაღლივი ნიშნულების და დაბრკოლებების შესახებ ინფორმაციას წარადგენენ სქემების შედგენის სპეციალისტებ