1. სტანდარტული სახელსაწყო გაფრენის რუკაზე გაფრენის აეროდრომი აღინიშნება ადზ-ის განლაგების სქემის გამოსახვით.
2. რუკაზე მიეთითება ან აღინიშნება ყველა აეროდრომი, რომელიც გავლენას ახდენს დაწესებული სახელსაწყო გაფრენის სტანდარტულ მარშრუტებზე. აუცილებლობისას, მიეთითება ადზ-ის მდებარეობა აეროდრომზე.
3. რუკაზე დაიტანება აკრძალული არეები, ფრენებისთვის შეზღუდული არეები და სახიფათო არეები, მათი აღნიშვნების და ვერტიკალური საზღვრების მითითებით, რომელთაც შესაძლოა გავლენა იქონიონ ფრენის სქემების დაცვაზე.
4. რუკაზე დაიტანება დადგენილი სექტორში ფრენის მინიმალური აბსოლუტური სიმაღლე, იმ სექტორის გარკვევით მითითებით, რომელსაც იგი მიეკუთვნება.
5. თუ სექტორში ფრენის მინიმალური აბსოლუტური სიმაღლე დადგენილი არ არის, რუკა უნდა შესრულდეს მასშტაბში და არეში მინიმალური აბსოლუტური სიმაღლეები მიეთითება იმ კვადრატის ფარგლებში, რომელიც იქმნება პარალელებით და მერიდიანებით. არეში ფრენის მინიმალური აბსოლუტური სიმაღლეები ასევე მიეთითება რუკის იმ ნაწილებში, რომელიც არ შედის სექტორში, სადაც დადგენილია სექტორში ფრენის მინიმალური აბსოლუტური სიმაღლე.
შენიშვნა 1: პარალელებითა და მერიდიანებით შექმნილი ოთხკუთხედები, როგორც წესი, შეესაბამება განედის და გრძედის ნახევარ გრადუსს. რუკის მასშტაბის მიუხედავად, არეში ფრენის აბსოლუტური სიმაღლე მიეკუთვნება შესაბამის ოთხკუთხედს;
შენიშვნა 2: არეში ფრენის მინიმალური აბსოლუტური სიმაღლის განსაზღვრის მეთოდი აღწერილია სააერნაოსნო მომსახურების წესების „საჰაერო ხომალდების ფრენების წარმოება“ მე-2 ტომის 1-ელი ნაწილის მე-2 კარის 1-ელი თავის 1.8 პუნქტში (PANS-OPS, ICAO Doc 8168).
6. რუკაზე მიეთითება საჰაერო მოძრაობის მომსახურების შესაბამისი დადგენილი სისტემის კომპონენტები.
7. საჰაერო მოძრაობის მომსახურების შესაბამისი დადგენილი სისტემის კომპონენტები მოიცავს:
ა) სახელსაწყო გაფრენის ყოველი სტანდარტული მარშრუტის გრაფიკულ აღწერას, მათ შორის:
ა.ა) გაფრენის სქემისთვის, რომელიც შემუშავებულია საგანგებოდ შვეულმფრენისთვის, აღნიშვნა „კატეგორია H“ დაიტანება გაფრენის რუკის ჰორიზონტალურ პროექციაზე;
ა.ბ) მარშრუტის ინდექსს;
ა.გ) ძირითად წერტილებს, რომლებიც განსაზღვრავენ მარშრუტს;
ა.დ) მიმართულების ხაზს ან რადიალს, მარშრუტის ყოველი უბნის გასწვრივ, უახლოეს გრადუსამდე სიზუსტით;
ა.ე) მანძილს ძირითად წერტილებს შორის, უახლოეს კილომეტრამდე ან საზ. მილამდე სიზუსტით;
ა.ვ) მარშრუტზე ან მარშრუტის უბნებზე დაბრკოლებების გადაფრენის მინიმალურ აბსოლუტურ სიმაღლეს და სქემით გათვალისწინებულ აბსოლუტურ სიმაღლეებს, უახლოეს 50 მ-მდე ან 100 ფუტამდე სიზუსტით, მეტობით დამრგვალებული და შეზღუდვები ფრენის ეშელონის მიმართ, თუ დაწესებულია;
ა.ზ) თუ რუკა შესრულებულია მასშტაბში და გაფრენისას უზრუნველყოფილია დავექტორება, გარკვევით უნდა აღინიშნოს დავექტორების დადგენილი მინიმალური აბსოლუტური სიმაღლეები, უახლოეს 50 მ-მდე ან 100 ფუტამდე სიზუსტით, მეტობით დამრგვალებული.
ბ) მარშრუტებთან დაკავშირებულ სანავიგაციო საშუალებებს, მათ შორის:
ბ.ა) იმ შემთხვევაში, თუ სანავიგაციო საშუალებები გამოიყენება ტრადიციული ნავიგაციისთვის:
ბ.ა.ა) დასახელებას ღია ტექსტით;
ბ.ა.ბ) აღნიშვნას;
ბ.ა.გ) მორზეს კოდს (ანბანი);
ბ.ა.დ) სიხშირეს;
ბ.ა.ე) გეოგრაფიულ კოორდინატებს გრადუსებში, წუთებსა და წამებში;
ბ.ა.ვ) DМЕ-ს გადამცემი ანტენის არხს და შემაღლებას 30 მ-მდე (100 ფუტამდე) სიზუსტით;
ბ.ბ) იმ შემთხვევაში, თუ სანავიგაციო საშუალება გამოიყენება, როგორც ზონალური ნაოსნობის ძირითადი წერტილი:
ბ.ბ.ა) დასახელებას ღია ტექსტით;
ბ.ბ.ბ) აღნიშვნას;
გ) ძირითად წერტილს, რომელიც არ აღინიშნება სანავიგაციო საშუალებების ადგილმდებარეობის მიხედვით, მათ შორის:
გ.ა) იმ შემთხვევაში, თუ ძირითადი წერტილი გამოიყენება ტრადიციული ნავიგაციისთვის:
გ.ა.ა) კოდის დასახელებას;
გ.ა.ბ) გეოგრაფიულ კოორდინატებს გრადუსებში, წუთებში და წამებში;
გ.ა.გ) პელენგს 0.1-მდე სიზუსტით საყრდენი სანავიგაციო საშუალებიდან;
გ.ა.დ) მანძილს 0.2 კმ-მდე სიზუსტით (0.1 საზ. მილი) საყრდენი სანავიგაციო საშუალებიდან;
გ.ა.ე) საყრდენი სანავიგაციო საშუალების აღნიშვნას.
გ.ბ) იმ შემთხვევაში, თუ ძირითადი წერტილი გამოიყენება ზონალურ ნაოსნობაში:
გ.ბ.ა) კოდურ დასახელებას.
დ) მოცდის არეში ფრენისთვის გამოსაყენებელ სქემებს;
ე) გადასვლის აბსოლუტურ/ფარდობით სიმაღლეს, უახლოეს 300 მ-მდე ან 1000 ფუტამდე სიზუსტით, მეტობით დამრგვალებული;
ვ) ახლოს განთავსებული დაბრკოლებების ადგილმდებარეობას და ფარდობით სიმაღლეს, რომელიც სცილდება დაბრკოლებების აღნიშვნის სიბრტყეს (OIS); ახლოს განლაგებული დაბრკოლებების არსებობისას, რომელიც სცილდება OIS-ს და რომელთა გათვალისწინებაც არ მოხდა სქემის გამოქვეყნებული გრადიენტის გამოთვლისას, კეთდება სათანადო შენიშვნა.
ზ) შეზღუდვებს არეში, სიჩქარის მიხედვით, თუ დაწესებულია;
თ) PBN პროცედურისთვის PBN მოთხოვნების გრაფა.
შენიშვნა: PBN მოთხოვნების გრაფის შესახებ ინფორმაცია მოცემულია ICAO Doc 8168-ის (საჰაერო ხომალდების ოპერირება) მე-2 ტომის მე-3 ნაწილის მე-5 სექციაში.
ი) ყველა შეტყობინებათა გადაცემის პუნქტს, შეტყობინების სავალდებულო და „მოთხოვნის მიხედვით“ გადასაცემად;
კ) რადიოკავშირის წესებს, მათ შორის:
კ.ა) სმმ-ს ორგანოს (ორგანოების) მოსახმობ(ებ)ს;
კ.ბ) სიხშირე და, თუ მიღებულია, SATVOICE-ის ნომერს;
კ.გ) აუცილებლობისას, მიმღებ-მოპასუხის პარამეტრებს;
ლ) გადაფრენის (flyover) ძირითად წერტილებს.
შენიშვნა 1: თუ გაფრენის სტანდარტული გამოქვეყნებული მარშრუტის ძირითადი წერტილებისკენ ან პირიქით საჰაერო ხომალდის დავექტორებისთვის გამოიყენება სმმ-ს დაკვირვების სისტემა, შესაბამისი სქემები შეიძლება მიეთითოს სტანდარტული სახელსაწყო გაფრენის რუკაზე (SID), თუ იგი არ გამოიწვევს რუკის გადატვირთვას;
შენიშვნა 2: რუკის გადატვირთვის შემთხვევაში, შეიძლება წარდგენილი იყოს სმმ-ს მინიმალური აბსოლუტური სიმაღლეების მიმოხილვითი რუკა (იხ. ამ წესის 22-ე თავი); ამ შემთხვევაში, ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ა.ვ“ ქვეპუნქტით მითითებული ელემენტები არ უნდა განმეორდეს სტანდარტული სახელსაწყო გაფრენის რუკაზე (SID);
შენიშვნა 3: PANS-OPS-სახელმძღვანელოს მე-2 ტომის დებულებების შესაბამისად, ინფორმაციას ახლოს განლაგებული დაბრკოლებების შესახებ წარადგენენ სქემის შედგენის სპეციალისტები.
8. უზრუნველყოფილი უნდა იყოს სტანდარტული სახელსაწყო გაფრენის მარშრუტის (SID) ტექსტური აღწერა და შესაბამისი წესები კავშირის მტყუნებისას და ისინი, შეძლებისდაგვარად, უნდა აისახოს რუკაზე ან იმავე ფურცელზე, რომელზეც მოცემულია რუკა.
9. შესაბამისი მონაცემები, რომელიც უზრუნველყოფს სააერნაოსნო მონაცემების ბაზის კოდირებას, უნდა გამოქვეყნდეს სააერნაოსნო მომსახურების წესების „საჰაერო ხომალდების ფრენების წარმოება“ მე-2 ტომის, მე-3 ნაწილის, მე-5 კარის, მე-2 თავის 2.1 პუნქტის შესაბამისად (PANS-OPS, ICAO Doc 8168), რუკის უკანა მხარეს ან ცალკე ფურცლად, სათანადო ბმულებით.
შენიშვნა: სათანადო მონაცემებს წარადგენენ სქემის შემუშავების სპეციალისტები.
თავი XI
სტანდარტული სახელსაწყო მოფრენის (STAR) რუ