1. კარტოგრაფირების არეალი საკმარისია იმ წერტილის მისათითებლად, საიდანაც იწყება გაფრენის მარშრუტი და დადგენილი ძირითადი წერილის მისათითებლად, საიდანაც შეიძლება დაიწყოს მარშრუტზე ფრენის ეტაპი, სმმ-ს დაწესებული მარშრუტის გასწვრივ.
შენიშვნა: გაფრენის მარშრუტი, ჩვეულებრივ, იწყება ადზ-ის ბოლოდან.
2. სტანდარტული სახელსაწყო გაფრენის (SID) რუკა უნდა დაიხაზოს მასშტაბში.
3. თუ რუკა შესრულებულია მასშტაბში, უნდა მიეთითოს გრაფიკული მასშტაბი.
4. თუ რუკა შესრულებული არ არის მასშტაბში, მაშინ შენიშვნა „მასშტაბგარეშე“ და მასშტაბის არ არსებობის პირობითი ნიშანი კეთდება მიმართულების ხაზზე და რუკის სხვა დეტალებზე, რომელსაც გააჩნია მეტად დიდი ზომები მათი მასშტაბში გამოსახვისთვის