1. რაიონის რუკაზე უნდა მიეთითოს ყველა აეროდრომი, რომელსაც გავლენა აქვს მარშრუტების სისტემაზე, აღნიშნული აეროდრომის დაცვის არეში. აუცილებლობისას, მიეთითება ადზ-ის განთავსების ინდექსი.
2. რაიონის რუკაზე დაიტანება აკრძალული არეები, ფრენებისთვის შეზღუდული არეები და სახიფათო არეები, მათი აღნიშვნების და ვერტიკალური საზღვრების მითითებით.
3. არეში ფრენის მინიმალური აბსოლუტური სიმაღლეები მიეთითება იმ კვადრატის ფარგლებში, რომელიც იქმნება პარალელებით და მერიდიანებით.
შენიშვნა 1: პარალელებით და მერიდიანებით შექმნილი ოთხკუთხედები, როგორც წესი, შეესაბამება განედის და გრძედის მთელ გრადუსს. რუკის მასშტაბის მიუხედავად, არეში ფრენის აბსოლუტური სიმაღლე მიეკუთვნება შესაბამის ოთხკუთხედს;
შენიშვნა 2: არეში ფრენის მინიმალური აბსოლუტური სიმაღლის განსაზღვრის მეთოდი აღწერილია სააერნაოსნო მომსახურების წესების „საჰაერო ხომალდების ფრენების წარმოება“ მე-2 ტომის 1-ელი ნაწილის მე-2 კარის 1-ელი თავის 1.8 პუნქტში (PANS-OPS, ICAO Doc 8168).
4. რუკაზე მიეთითება საჰაერო მოძრაობის მომსახურების შესაბამისი დადგენილი სისტემის კომპონენტები.
5. სისტემის კომპონენტები მოიცავს შემდეგს:
ა) საჰაერო მოძრაობის მომსახურების სისტემასთან დაკავშირებულ სააერნაოსნო საშუალებას, დასახელებით, აღნიშვნით, სიხშირით და გეოგრაფიული კოორდინატებით გრადუსებში, წუთებსა და წამებში;
ბ) DМЕ-თან მიმართებით - დამატებით DМЕ-ს გადამცემი ანტენის შემაღლებას 30 მ-მდე (100 ფუტამდე) სიზუსტით;
გ) სააეროდრომო სანავიგაციო საშუალებებს, რაც აუცილებელია გაფრენის, მოფრენის და მოცდის არეში ფრენისთვის;
დ) მთლიანად, დადგენილ საჰაერო სივრცის გვერდით და ვერტიკალურ საზღვრებს და საჰაერო სივრცის შესაბამის კლასს;
ე) სანავიგაციო სპეციფიკაციების აღნიშვნას, მათ შორის ნებისმიერ შეზღუდვას, თუ დადგენილია;
ვ) აეროდრომის დაცვის არეში მოცდის სქემებს და მარშრუტებს, მარშრუტების ინდექსებით და მიმართულების კუთხით, აეროდრომის დაცვის არეში დაწესებული საჰაერო ტრასების და მარშრუტების ყოველი მონაკვეთის გასწვრივ, უახლოეს გრადუსამდე სიზუსტით;
ზ) ყველა ძირითად წერტილს, რომელიც განსაზღვრავს აეროდრომის დაცვის არეში მარშრუტებს და აღნიშნული არ არის სანავიგაციო საშუალების ადგილმდებარეობის მიხედვით, მათი კოდური დასახელების და გეოგრაფიული კოორდინატების მითითებით გრადუსებში, წუთებსა და წამებში;
თ) მარშრუტის წერტილებთან მიმართებით, რომლებიც ქმნიან VОR/DМЕ-ს ზონალური ნაოსნობის მარშრუტებს, დამატებით მიეთითება:
თ.ა) საყრდენი VОR/DМЕ-ს ადგილმდებარეობის აღნიშვნა და რადიოსიხშირე;
თ.ბ) პელენგი 0.10-მდე სიზუსტით და მანძილი საყრდენი VОR/DМЕ-დან, 0.2 კმ-მდე (0.1 საზ. მილამდე) სიზუსტით, თუ მარშრუტის წერტილი არ ემთხვევა მის ადგილმდებარეობას;
ი) ყველა საკონტროლო პუნქტს, შეტყობინების სავალდებულო და „მოთხოვნის მიხედვით“ გადასაცემად;
კ) მანძილს ძირითად წერტილებს შორის, უახლოეს კილომეტრამდე ან საზ. მილამდე სიზუსტით, რომლებიც წარმოადგენენ შემობრუნების პუნქტებს ან შეტყობინებათა გადაცემის პუნქტებს.
შენიშვნა: რუკაზე შეიძლება მიეთითოს სანავიგაციო საშუალებებს შორის საერთო მანძილი.
ლ) მარშრუტის უბნებზე გადართვის წერტილებს, რომლებიც განისაზღვრება წრიული მეტად მაღალი სიხშირის რადიოშუქურის მეშვეობით, სანავიგაციო საშუალებამდე მანძილის მითითებით, უახლოეს კილომეტრამდე ან საზ. მილამდე სიზუსტით;
მ) მარშრუტზე ფრენის მინიმალურ აბსოლუტურ სიმაღლეებს და სმმ-ს მარშრუტებზე დაბრკოლებების გადაფრენის მინიმალურ აბსოლუტურ სიმაღლეებს, უახლოეს 50 მ-მდე ან 100 ფუტამდე სიზუსტით, უახლოეს უდიდეს მნიშვნელობამდე დამრგვალებით;
ნ) დავექტორების ზუსტად დადგენილი მინიმალურ აბსოლუტურ სიმაღლეებს, უახლოეს 50 მ-მდე ან 100 ფუტამდე სიზუსტით, მეტობით დამრგვალებული;
ო) შეზღუდვებს არეში, სიჩქარის და დონის/აბსოლუტური სიმაღლის მიხედვით, თუ დადგენილია;
პ) კავშირგაბმულობის საშუალებებს, არხების მითითებით და, აუცილებლობისას, დაერთების მისამართებით და SATVOICE-ის ნომერით;
ჟ) გადაფრენის (flyover)ძირითად წერტილებს.
შენიშვნა 1: იმ შემთხვევაში, თუ რუკაზე არსებობს ზოგადი მითითება გადართვის წერტილების არსებობის შესახებ, რომელიც დადგენილია ორ სანავიგაციო საშუალებას შორის შუა წერტილში ან ორი რადიალის გადაკვეთის წერტილში, როდესაც იცვლება მარშრუტის მიმართულება ამ საშუალებებს შორის, აუცილებელი არ არის აღნიშნული მიეთითოს მარშრუტის თითოეული უბნისთვის;
შენიშვნა 2: თუ გაფრენის ან მოფრენის სტანდარტული გამოქვეყნებული მარშრუტების ძირითადი წერტილებისკენ ან პირიქით, საჰაერო ხომალდის დავექტორებისთვის ან სექტორში ფრენის მინიმალური აბსოლუტური სიმაღლემდე დასაშვებად სამეთვალყურეო ნებართვის გაცემის მიზნით სექტორში მიღებულია სმმ-ს დაკვირვების სისტემა, შესაბამისი სქემები შეიძლება აღინიშნოს რაიონის რუკაზე, თუ იგი არ გამოიწვევს რუკის გადატვირთვას;
შენიშვნა 3: რუკის გადატვირთვის შემთხვევაში, შეიძლება წარდგენილი იყოს სმმ-ს მინიმალური აბსოლუტური სიმაღლეების მიმოხილვითი რუკა (იხ. ამ წესის 22-ე თავი). ამ შემთხვევაში ამ მუხლის მე-5 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტით მითითებული ელემენტები არ უნდა განმეორდეს რაიონის რუკაზე.
თავი X
სტანდარტული სახელსაწყო გაფრენის (SID) რუ