1. რაიონის რუკა იქმნება მაშინ, როდესაც სმმ-ს მარშრუტები ან მოთხოვნები ადგილმდებარეობის შეტყობინების შესახებ რთულია და შეუძლებელია სათანადოდ იყოს მითითებული მარშრუტის რუკაზე.
2. იმ შემთხვევაში, როდესაც მომფრენი და გამფრენი საჰაერო ხომალდებისთვის დაწესებულია სმმ-ს სხვადასხვა მარშრუტები და განსხვავებული მოთხოვნებია ადგილმდებარეობის შეტყობინების მიმართ და შეუძლებელია გარკვევით აისახოს ერთ რუკაზე, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ცალკეული რუკები.
შენიშვნა: გარკვეულ პირობებში, შესაძლოა საჭირო გახდეს სტანდარტული სახელსაწყო გაფრენის (SID) რუკის და სტანდარტული სახელსაწყო მოფრენის (SТАR) რუკის უზრუნველყოფა (იხ. ამ წესის მე-10 და მე-11 თავები