1. მარშრუტის რუკაზე მიეთითება სამოქალაქო ავიაციაში გამოყენებული ყველა აეროდრომი, სადაც შესაძლებელია დასაფრენად შესვლა ხელსაწყოების მეშვეობით.

შენიშვნა: მარშრუტის რუკაზე შეიძლება სხვა აეროდრომების მითითებაც.

2.  მარშრუტის რუკაზე დაიტანება და აღინიშნება აკრძალული, ფრენებისთვის შეზღუდული და სახიფათო არეები, რომელიც მიეკუთვნება საჰაერო სივრცის აღნიშნულ ფენას, მათი ვერტიკალური საზღვრების მითითებით.

3. აუცილებლობის შემთხვევაში, რუკაზე დაიტანება საჰაერო მოძრაობის მომსახურების დადგენილი სისტემის კომპონენტები.

4. საჰაერო მოძრაობის მომსახურების დადგენილი სისტემის კომპონენტები მოიცავს შემდეგს:

ა) საჰაერო მოძრაობის მომსახურების სისტემასთან დაკავშირებულ სანავიგაციო საშუალება, მათი დასახელებით, აღნიშვნით, სიხშირით და გეოგრაფიული კოორდინატებით გრადუსებში, წუთებსა და წამებში;

ბ) DМЕ-თან მიმართებით – დამატებით DМЕ-ს გადამცემი ანტენის შემაღლება, 30 მ-მდე (100 ფუტამდე) სიზუსტით;

გ) მითითება მთლიანად დადგენილი საჰაერო სივრცის შესახებ, მათ შორის გვერდითი და ვერტიკალური საზღვრები და საჰაერო სივრცის შესაბამისი კლასი;

დ) სმმ-ს ყველა მარშრუტი მარშრუტზე ფრენისთვის, მათ შორის მარშრუტების ინდექსები, მიმართულების კუთხე მარშრუტის ყოველი მონაკვეთის ყოველი მიმართულებით, უახლოეს გრადუსამდე სიზუსტით და იქ, სადაც შემოღებულია, სანავიგაციო სპეციფიკაციის აღნიშვნა, მათ შორის ნებისმიერი შეზღუდვა და საჰაერო ნაკადების მოძრაობის მიმართულება;

ე) ყველა ძირითადი წერტილი, რომელიც განსაზღვრავს სმმ-ს მარშრუტს და რომელიც აღნიშნული არ არის სანავიგაციო საშუალების ადგილმდებარეობის მიხედვით, მათი კოდური დასახელების და გეოგრაფიული კოორდინატების მითითებით გრადუსებში, წუთებსა და წამებში.

ვ) მარშრუტის წერტილებთან მიმართებით, რომლებიც განსაზღვრავენ VОR/DМЕ-ს ზონალური ნაოსნობის მარშრუტებს, დამატებით მიეთითება:

ვ.ა) საყრდენი VОR/DМЕ-ს რადიოსიხშირე და ადგილმდებარეობის აღნიშვნა;

ვ.ბ) პელენგი 0.10-მდე სიზუსტით და მანძილი საყრდენი VОR/DМЕ-დან, 0.2 კმ-მდე (0.1 საზ. მილამდე) სიზუსტით, თუ მარშრუტის წერტილი არ ემთხვევა მის ადგილმდებარეობას;

ზ) ყველა შეტყობინებათა გადაცემის პუნქტი შეტყობინების სავალდებულო გადაცემის და „მოთხოვნის მიხედვით“  გადაცემისთვის და ATS/МЕТ შეტყობინების გადაცემის პუნქტები;

თ) მანძილი ძირითად წერტილებს შორის, უახლოეს კილომეტრამდე ან საზ. მილამდე სიზუსტით, რომლებიც  წარმოადგენენ შემობრუნების პუნქტებს ან შეტყობინებათა გადაცემის პუნქტებს;

ი) მარშრუტის უბნებზე გადართვის წერტილები, რომლებიც განისაზღვრება წრიული მეტად მაღალი სიხშირის რადიოშუქურის მეშვეობით, სააერნაოსნო საშუალებამდე მანძილის მითითებით, უახლოეს კილომეტრამდე ან საზ. მილამდე სიზუსტით;

კ) მარშრუტზე ფრენის მინიმალური აბსოლუტური სიმაღლეები და სმმ-ს მარშრუტზე დაბრკოლებების გადაფრენის აბსოლუტური სიმაღლე, უახლოეს 50 მ-მდე ან 100 ფუტამდე სიზუსტით, უახლოეს უდიდეს მნიშვნელობამდე დამრგვალებით;

ლ) კავშირის საშუალებები, მისი არხების და, აუცილებლობისას, დაერთების მისამართის მითითებით და სამეტყველო სათანამგზავრო კავშირის სისტემაში მისი ნომრის მითითებით (SATVOICE);

მ) საჰაერო თავდაცვის ამოსაცნობი არე (ADIZ) სათანადო აღნიშვნით.

შენიშვნა 1: სმმ-ს მარშრუტების ორგანიზების შესახებ სახელმძღვანელო მასალა მარშრუტზე ფრენის გამოცემებისთვის, რომელიც შეიძლება გამოყენებული იყოს რუკის შედგენის გაიოლების მიზნით, მოცემულია „სახელმძღვანელოში სააერნაოსნო ინფორმაციის სამსახურების შესახებ“ (ICAO Doc 8126);

შენიშვნა 2:  რუკაზე შეიძლება მიეთითოს სანავიგაციო საშუალებებს შორის საერთო მანძილი;

შენიშვნა 3:  იმ შემთხვევაში, თუ რუკაზე არსებობს ზოგადი მითითება გადართვის წერტილების არსებობის შესახებ, რომელიც დადგენილია ორ სანავიგაციო საშუალებას შორის შუა წერტილში ან ორი რადიალის გადაკვეთის წერტილში, როდესაც იცვლება მარშრუტის მიმართულება ამ საშუალებებს შორის, აუცილებელი არ არის აღნიშნული მიეთითოს მარშრუტის თითოეული უბნისთვის;

შენიშვნა 4:  საჰაერო თავდაცვის ამოცნობის არეს (ADIZ) პროცედურების აღწერა შეიძლება შევიდეს რუკის პირობით აღნიშვნებში.

5. რუკაზე მიეთითება გაფრენის და მოფრენის მარშრუტების და აეროდრომის დაცვის არეში მოცდის შესაბამისი სქემების ელემენტები, თუ ისინი არ იყო მითითებული რაიონის რუკაზე, სტანდარტული სახელსაწყო გაფრენის (SID) რუკაზე ან სტანდარტული სახელსაწყო მოფრენის (SТАR) რუკაზე.

შენიშვნა 1: მოთხოვნები ამ რუკების მიმართ მოცემულია ამ წესის მე-9, მე-10 და მე-11 თავებში.

შენიშვნა 2: გაფრენის მარშრუტები, როგორც წესი, იწყება ადზ-ის ბოლოდან; მოფრენის მარშრუტები, როგორც წესი, მთავრდება წერტილში, სადაც იწყება დასაფრენად სახელსაწყო შესვლა.

6. იმ შემთხვევაში, თუ გათვალისწინებულია ამ მუხლის მე-5 პუნქტში ასახული მოთხოვნა, რუკაზე მიეთითება და აღინიშნება სიმაღლის საზომის შკალის დაყენების რაიონები.
თავი IX
რაიონის რუ