1. მარშრუტის რუკაზე აღინიშნება ყველა ღია წყლის სივრცის, დიდი ტბების და მდინარეების სანაპირო ხაზის ზოგადი კონტურები, თუ ისინი არ ართულებენ რუკის დანიშნულებისთვის უფრო დამახასიათებელი სხვა ინფორმაციის გაგებას.

2. პარალელებითა და მერიდიანებით წარმოქმნილ ყოველ ოთხკუთხედში, მიეთითება არეში ფრენის მინიმალური აბსოლუტური სიმაღლე.

შენიშვნა 1: პარალელებითა და მერიდიანებით წარმოქმნილი ოთხკუთხედები, როგორც წესი, შეესაბამება განედის და გრძედის მთელ გრადუსს. რუკის მასშტაბის მიუხედავად, არეში ფრენის მინიმალური აბსოლუტური სიმაღლე მიეკუთვნება შესაბამის ოთხკუთხედს;

შენიშვნა 2: არეში ფრენის მინიმალური აბსოლუტური სიმაღლის განსაზღვრის მეთოდი აღწერილია სააერნაოსნო მომსახურების წესების „საჰაერო ხომალდების ფრენების წარმოების“ მე-2 ტომის 1-ელი ნაწილის მე-2 კარის 1-eლი თავის 1.8 პუნქტში (PANS-OPS, ICAO Doc 8168).

3. მაღალი განედების რაიონებში, სადაც შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს განსაზღვრით რუკებზე ჭეშმარიტ ჩრდილოეთზე ორიენტირება მიზანშეუწონელია, რაიონის მინიმალური აბსოლუტური სიმაღლე მითითებული უნდა იყოს კარტოგრაფიული ბადის ხაზებით წარმოქმნილ ყოველ ოთხკუთხედში.

4. იმ შემთხვევაში, როდესაც რუკა ორიენტირებული არ არის ჭეშმარიტ ჩრდილოეთზე, აღნიშნული ზუსტად უნდა მიეთითოს. ასევე, უნდა მიეთითოს შერჩეული ორიენტირი