1. რუკა უნდა მოიცავდეს:
ა) რელიეფის ნახაზს ჰორიზონტალებში, 1 მეტრის (3 ფუტის) ინტერვალით 60 მ-იან (200 ფუტი) მონაკვეთზე ადზ-ის ღერძულა ხაზის გაგრძელების ორივე მხარეს, იმავე საზღვრებში, რაც პროფილი. ამასთან, ჰორიზონტალები დაიტანება ადზ-ის ზღურბლის დონესთან მიმართებით;
ბ) იმ უბნების აღნიშვნას, სადაც რელიეფის ან მასზე განთავსებული ნებისმიერი ობიექტის სიმაღლე, რომელიც აღნიშნულია ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებულ ნახაზზე, ±3 მ-ით არის აცდენილი ადზ-ის ღერძულა ხაზის პროფილს და შეიძლება ასახვა ჰპოვოს მანძილმზომ ხელსაწყოზე;
გ) რელიეფის პროფილს, ადზ-ის ზღურბლიდან ღერძულა ხაზის გასწვრივ 900 მ-ის (3000 ფუტის) საზღვრებში.
2. თუ ადზ-ის ზღურბლიდან 900 მ-ზე (3000 ფუტზე) მეტ მანძილზე რელიეფი მთაგორიანია ან ხასიათდება სხვა თავისებურებებით, რასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს რუკით მოსარგებლისთვის, რელიეფის პროფილი ნაჩვენები უნდა იყოს არაუმეტეს 2000 მ (6500 ფუტის) საზღვრებში ადზ-ის ზღურბლიდან.
3. სახელსაწყო დაფრენის სისტემის საყრდენი წერტილის სიმაღლე უნდა მიეთითოს უახლოეს ნახევარ მეტრამდე ან ფუტამდე სიზუსტით.
თავი VIII
მარშრუტის რუკ