1. აეროდრომის დაცვის არეს რელიეფის და დაბრკოლებების რუკის მიმოხილვისას უზრუნველყოფილია მასშტაბის შეცვლის შესაძლებლობა. მეტი გარჩევადობისთვის, რუკის მასშტაბის მიხედვით, იცვლება პირობითი ნიშნებისა და ტექსტის ზომები.
2. რუკის ინფორმაცია მიბმულია გეოგრაფიულ კოორდინატებთან და უზრუნველყოფილია კურსორის ადგილმდებარეობის განსაზღვრის შესაძლებლობა, სულ მცირე, უახლოეს წამამდე სიზუსტით.
3. რუკა თავსებადია ფართოდ გავრცელებულ პერსონალურ კომპიუტერებთან, პროგრამულ უზრუნველყოფასა და ინფორმაციის საშუალებებთან.
4. რუკა უნდა მოიცავდეს საკუთარ „წამკითხველ“ პროგრამულ უზრუნველყოფას.
5. აკრძალულია რუკიდან ინფორმაციის ამოღება, რუკის სანქცირებული განახლების გარეშე.
6. იმ შემთხვევაში, როდესაც დიდი მოცულობის ინფორმაციის გამო, ცალკეული ელემენტები, რომელიც აუცილებელია რუკის გამოსაყენებლად, შეუძლებელია ნაჩვენები იყოს საკმაოდ გარკვევით ერთ მსხვილმასშტაბიან რუკაზე, გათვალისწინებულია ინფორმაციის შერჩევითი დონეები, რაც საშუალებას იძლევა განხორციელდეს ინფორმაციის კომბინაცია მომხმარებლის მოთხოვნების შესაბამისად.
შენიშვნა: ელექტრონული რუკის ფორმატი მომხმარებლის მიერ შერჩეული ინფორმაციის დონით წარმოადგენს უპირატეს მეთოდს აეროდრომის ელემენტების უმეტესობის წარმოსადგენად.
7. გათვალისწინებულია რუკის ქაღალდზე ბეჭდვის შესაძლებლობა, მასშტაბში მისი შინაარსის მიმართ მოთხოვნების შესაბამისად, რომელიც განისაზღვრება მომხმარებლის მიერ.
შენიშვნა 1: ნაბეჭდი ეგზემპლარი შეიძლება მოიცავდეს ცალკეულ ფურცლებს, რომელთა „ურთიერთგადაფარვაც“ არ ხდება ან კონკრეტულ შერჩეულ რაიონებს, მომხმარებლის მოთხოვნებიდან გამომდინარე.
შენიშვნა 2: ელემენტების ატრიბუტების შესახებ ინფორმაცია, რომელიც მიიღება კავშირგაბმულობის არხებით მონაცემთა ბაზიდან, შეიძლება წარმოდგენილი იყოს ცალკეული ფურცლის სახით, რომელზეც იქნება შესაბამისი ბმულებ