1. აეროდრომის დაცვის არეს რელიეფის და დაბრკოლებების რუკა (ელექტრონული) იქმნება იმ აეროდრომებს, რომლებიც რეგულარულად გამოიყენება საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვისთვის.

შენიშვნა 1: როდესაც წარდგენილ იქნა აეროდრომის დაცვის არეს რელიეფის და დაბრკოლებების რუკა (ელექტრონული), ასეთ შემთხვევაში А ტიპის სააეროდრომო დაბრკოლებების რუკის (საექსპლუატაციო შეზღუდვები) და В ტიპის სააეროდრომო დაბრკოლებების რუკის წარდგენა არ მოითხოვება;

შენიშვნა 2: ინფორმაცია, რომელიც გათვალისწინებულია რელიეფის რუკაზე დასაფრენად ზუსტი შესვლისთვის, ICAO (ელექტრონული), შეიძლება წარმოდგენილი იყოს აეროდრომის დაცვის არეს რელიეფის და დაბრკოლებების რუკაზე, ICAO (ელექტრონული). ამ  შემთხვევაში, საჭირო აღარ არის რელიეფის რუკა დასაფრენად ზუსტი შესვლისთვის.

2. აეროდრომის დაცვის არეს რელიეფის და დაბრკოლებების რუკა (ელექტრონული) იქმნება ყველა იმ აეროდრომის შემთხვევაში, რომელიც რეგულარულად გამოიყენება საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვისთვის.

3. სამსახური უზრუნველყოფს, რომ აეროდრომის დაცვის არეს რელიეფის და დაბრკოლებების რუკა,  (ელექტრონული) მოთხოვნის შემთხვევაში, ხელმისაწვდომი იყოს ნაბეჭდი სახით.

4. მონაცემების წარდგენის ზოგად საფუძველს წარმოადგენს ISO 19100 სტანდარტების სერია გეოგრაფიული ინფორმაციის შესახებ.

შენიშვნა: გეოგრაფიული ინფორმაციის მიმართ ISO 19100 სტანდარტების სერიის გამოყენება უზრუნველყოფს აეროდრომის დაცვის არეს რელიეფის და დაბრკოლებების რუკის (ელექტრონული) მონაცემების გაცვლას და გამოყენებას სხვადასხვა მომხმარებლის მიე