1. B ტიპის სააეროდრომო დაბრკოლებების რუკაზე მიეთითება მიღწეული სიზუსტე.
2. რუკაზე აღნიშნული სამუშაო ფართობის, დამუხრუჭების ბოლო ზოლის და დაბრკოლებებისაგან თავისუფალი ზოლის ჰორიზონტალური ზომები და შემაღლებები უნდა მიეთითოს უახლოეს 0.5 მ-მდე (1 ფუტამდე) სიზუსტით.
3. სამსახური უზრუნველყოფს, რომ საველე გადაღებებისა და რუკის გამოცემისას, უზრუნველყოფილი იყოს სიზუსტის ისეთი ხარისხი, რომ რუკიდან მონაცემების აღებისას, ცდომილება არ აღემატებოდეს შემდეგ მაქსიმალურ ზღვარს:
ა) აფრენისა და დასაფრენად შესვლის არეები:
ა.ა) ჰორიზონტალური მანძილი: 5 მ (15 ფუტი) საწყის წერტილში, შემდგომი ზრდით, პროპორციით 1:500;
ა.ბ) ვერტიკალური მანძილები: 0.5 მ (1.5 ფუტი) პირველ 300 მ-ზე (1000 ფუტი), შემდგომი ზრდით, პროპორციით 1:1000;
ბ) სხვა არეები:
ბ.ა) ჰორიზონტალური მანძილი: 5 მ (15 ფუტი) აეროდრომის საკონტროლო წერტილიდან 5000 მ (15 000 ფუტის) საზღვრებში და 12 მ (40 ფუტი) ამ არეს ფარგლებს გარეთ;
ბ.ბ) ვერტიკალური მანძილი: 1 მ (3 ფუტი) აეროდრომის საკონტროლო წერტილიდან 1500 მ (5000 ფუტის) ფარგლებში, შემდგომი ზრდით, პროპორციით 1:1000.
4. ვერტიკალურ სიბრტყეში ათვლის მოცემული სიდიდის შესახებ მონაცემების არარსებობის შემთხვევაში, მიეთითება გამოყენებული მოცემული სიდიდის შემაღლება იმის მინიშნებით, რომ იგი სავარაუდოა.
თავი VI
აეროდრომის დაცვის არეს რელიეფის და დაბრკოლებების რუკა (ელექტრონულ