1. დრენაჟის და ჰიდროგრაფიის ელემენტები დაიყვანება მინიმუმამდე.
2. რუკაზე აღინიშნება შენობები და სხვა შვერილი ობიექტები, რომლებიც მიეკუთვნება აეროდრომს. ისინი შეძლებისდაგვარად გამოისახება მასშტაბში.
3. რუკაზე უნდა მიეთითოს ყველა ხელოვნური და ბუნებრივი ობიექტი, რომელიც კვეთს აფრენის და დასაფრენად შესვლის სიბრტყეებს, რომელიც მითითებულია ამ წესის 49-ე მუხლში ან კვეთს დაბრკოლებების უსაფრთხო გადაფრენის და დაბრკოლებების მარკირების ზედაპირებს.
4. რუკაზე აღინიშნება გზატკეცილები და სარკინიგზო ხაზები, რომლებიც მდებარეობენ აფრენისა და დასაფრენად შესვლის არეს საზღვრებში, ასევე ადზ-ის ბოლოდან ან მისი გაგრძელებიდან 600 მ-ზე (2000 ფუტზე) ნაკლებ მანძილზე.
შენიშვნა: არსებითი მნიშვნელობის მქონე გეოგრაფიულ ელემენტებს შეიძლება თან ახლდეს დასახელება