1. ნახაზი უნდა იყოს საკმარისი ზომის, რაც შესაძლებელს გახდის მასზე ყველა დაბრკოლების დატანას.

შენიშვნა: ცალკეული, დაშორებული დაბრკოლება, როდესაც შესაძლოა საჭირო გახდეს ფურცლის ზომების გაზრდა, შეიძლება გამოისახოს სათანადო პირობითი ნიშნით და ისრით მიეთითოს მანძილი და პელენგი აეროდრომის საკონტროლო წერტილამდე და მათი შემაღლება.

2. ჰორიზონტალური მასშტაბი შეირჩევა 1:10 000-დან 1:20 000-მდე ფარგლებში.

3. ჰორიზონტალური ხაზოვანი მასშტაბი რუკაზე გამოისახება როგორც მეტრებში, ისე ფუტებში. აუცილებლობისას, ხაზოვანი მასშტაბი ასევე მიეთითება კილომეტრებსა და საზღვაო მილებშ