1. B ტიპის სააეროდრომო დაბრკოლებების რუკაზე მიეთითება:
ა) აეროდრომის საკონტროლო წერტილი და მისი გეოგრაფიული კოორდინატები გრადუსებში, წუთებსა და წამებში;
ბ) ადზ-ის კონტურები უწყვეტი ხაზით;
გ) ადზ-ის სიგრძე და სიგანე;
დ) მაგნიტური პელენგი, უახლოეს გრადუსამდე სიზუსტით და ადზ-ის ნომერი;
ე) ადზ-ის თითოეულ ბოლოში ღერძულა ხაზის შემაღლება, შემაღლება დამუხრუჭების ბოლო ზოლზე, აფრენისა და დასაფრენად შესვლის ყოველი არეს დასაწყისში და ადზ-ის და დამუხრუჭების ბოლო ზოლის ყოველი არსებითი ცვლილებებისას;
ვ) სამიმოსვლო ბილიკების, ბაქნების და სადგომების სათანადო აღნიშვნები და მათი კონტურები უწყვეტი ხაზით;
ზ) დამუხრუჭების ბოლო ზოლის სათანადო აღნიშვნა, რომელიც დაიტანება შტრიხ-ხაზით;
თ) ყოველი დამუხრუჭების ბოლო ზოლის სიგრძე;
ი) დაბრკოლებებისაგან თავისუფალი ზოლის სათანადო აღნიშვნა შტრიხ-ხაზით;
კ) დაბრკოლებებისაგან თავისუფალი ყოველი ზოლის სიგრძე;
ლ) აფრენისა და დასაფრენად შესვლის ზედაპირების სათანადო აღნიშვნა შტრიხ-ხაზით;
მ) აფრენისა და დასაფრენად შესვლის არეები;
ნ) დაბრკოლებების ზუსტი ადგილმდებარეობა, მათ შორის:
ნ.ა) პირობითი ნიშანი, რომელიც ახასიათებს ამ ტიპის დაბრკოლებას;
ნ.ბ) შემაღლება;
ნ.გ) ამოსაცნობი მონაცემები;
ნ.დ) დიდი ზომების დაბრკოლებების ზედა საზღვარი, განსაკუთრებულად განმარტებული ლეგენდაში.
ო) ნებისმიერი სხვა დამატებითი დაბრკოლება, როგორც ეს განმარტებულია ამ წესის 39-ე მუხლის პირველ პუნქტში, მათ შორის დაბრკოლებები დაბრკოლებების ჩრდილში, რომელიც გამოიყოფა სხვაგვარად.
შენიშვნა: აღნიშნული არ გამორიცხავს კრიტიკული მაღლივი ნიშნულების მითითების აუცილებლობას აფრენისა და დასაფრენად შესვლის არეებში.
2. რუკაზე უნდა მიეთითოს ადზ-ის და დამუხრუჭების ბოლო ზოლის ზედაპირის სახე.
3. შეძლებისდაგვარად შესამჩნევად უნდა აღინიშნოს შედარებით მაღალი ობიექტი ან დაბრკოლება, რომელიც განთავსებულია დასაფრენად შესვლის მოსაზღვრე არეებს შორის, აეროდრომის საკონტროლო წერტილიდან 5000 მ-ის (15 000 ფუტის) რადიუსში.
4. რუკაზე უნდა მიეთითოს ტყის მასივის და რელიეფის ზედაპირი ელემენტების განფენილობა, რომელთა ნაწილიც წარმოადგენს დაბრკოლებას