აეროდრომის დაცვის არეს რელიეფის და დაბრკოლებების რუკა (ელექტრონული) იძლევა ინფორმაციას რელიეფის და დაბრკოლებების შესახებ, ასევე შესაბამისი ჰაერსანაოსნო მონაცემების შესახებ, რაც აუცილებელია, რათა:
ა) სხ-ის ექსპლუატანტმა შეიმუშაოს გაუთვალისწინებელ ვითარებაში სამოქმედო პროცედურები მეორე წრეზე წასვლისას ან აფრენისას ავარიული ვითარების წარმოქმნის შემთხვევაში „თვითმფრინავების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 11 ოქტომბრის №203 ბრძანებით დადგენილი პირობების შესაბამისად და განახორციელოს საჰაერო ხომალდის საექსპლუატაციო შეზღუდვების ანალიზი;
ბ) უზრუნველყოფილი იყოს აერნაოსნობასთან დაკავშირებული შემდეგი პროცესები:
ბ.ა) სახელსაწყო ფრენის სქემების აგება (წრეზე ფრენის სქემის ჩათვლით);
ბ.ბ) სააეროდრომო დაბრკოლებების შეზღუდვა და მოცილება;
ბ.გ) საწყისი მონაცემების მიღება, სხვა რუკების შესადგენად