1. ჰაერსანაოსნო მონაცემების და რელიეფის და დაბრკოლებების შესახებ მონაცემთა სიზუსტის ხარისხი, ასევე ჰაერსანაოსნო მონაცემების გარჩევადობა უნდა შეესაბამებოდეს სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 2 თებერვლის №24 ბრძანებით დამტკიცებულ „ჰაერსანაოსნო ინფორმაციით მომსახურების წესით“ განსაზღვრულ მოთხოვნებს.
2. ჰაერსანაოსნო, რელიეფსა და დაბრკოლებებთან დაკავშირებული მონაცემების გარჩევადობის ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს მონაცემთა ფაქტობრივ სიზუსტეს.
შენიშვნა: ჰაერსანაოსნო, რელიეფსა და დაბრკოლებებთან დაკავშირებული მონაცემების გარჩევადობის ხარისხთან დაკავშირებული ტექნიკური მოთხოვნები მოცემულია ICAO Doc 10066-ის (PANS-AIM) 1-ელ დამატებაშ