1. სახელსაწყო ფრენების წესების (IFR) შესაბამისი ფრენებისათვის, სხ-ის მეთაურმა თითოეული გაფრენის, დანიშნულების ან სათადარიგო აეროდრომისათვის, რომლის გამოყენებაც დაგეგმილია, უნდა დაადგინოს აეროდრომის საექსპლუატაციო მინიმუმები, რათა უზრუნველყოს სხ-ის ვერტიკალური დაშორება (სეპარაცია) ხმელეთის რელიეფიდან და დაბრკოლებებიდან და შეამციროს დასაფრენად სახელსაწყო შესვლისას ფრენის ვიზუალურ სეგმენტზე ვიზუალურ ორიენტირებთან კონტაქტის დაკარგვის რისკები.

2. აეროდრომის საექსპლუატაციო მინიმუმების განსაზღვრისას, თუ შესაბამისია, გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი ელემენტები:

ა) სხ-ის ტიპი, საფრენოსნო მახასიათებლები და მართვადობის მახასიათებლები;

ბ) სხ-ზე ხელმისაწვდომი აღჭურვილობა, რომელიც გამოიყენება ნაოსნობის, ვიზუალური ორიენტირების აღქმის და/ან აფრენის, დასაფრენად შესვლის, დაფრენის და შეწყვეტილი დასაფრენად შესვლის განმავლობაში, ფრენის ტრაექტორიის მართვის მიზნებისათვის;

გ) ნებისმიერი პირობა ან შეზღუდვა, რომელიც აღნიშნულია AFM-ში;

დ) ასაფრენ-დასაფრენი ზოლის/ დასაფრენად შესვლის დასკვნითი ეტაპის და აფრენის არეს (FATO) ზომები და მახასიათებლები, რომლებიც შესაძლოა შერჩეულ იქნეს გამოსაყენებლად;

ე) ხელმისაწვდომი ვიზუალური და არავიზუალური დამხმარე საშუალებების და ინფრასტრუქტურის გამოსადეგობა და სამუშაო მახასიათებლები;

ვ) დაბრკოლებების გადაფრენის აბსოლუტური/ფარდობითი სიმაღლე (OCA/H) დასაფრენად სახელსაწყო შესვლის პროცედურებისთვის (IAP), თუ ასეთი დადგენილია;

ზ) დაბრკოლებები სიმაღლეზე ასვლის არეებში და დაბრკოლებების გადაფრენის საზღვრები;

თ) სხ-ის მეთაურის კომპეტენცია და შესაბამისი საექსპლუატაციო გამოცდილება;

ი) დასაფრენად სახელსაწყო შესვლის პროცედურა (IAP), თუ ასეთი დადგენილია;

კ) აეროდრომის მახასიათებლები და ჰაერსანაოსნო მომსახურების (ANS) ხელმისაწვდომი ტიპი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

ლ) ნებისმიერი მინიმუმი, რომელიც შეიძლება გამოქვეყნდეს აეროდრომის სახელმწიფოს მიერ;

მ) პირობები, რომლებიც განსაზღვრულია სპეციალური ნებართვით დაბალი ხილვადობის პირობებში ექსპლუატაციისთვის (LVO) ან საექსპლუატაციო კრედიტებით ექსპლუატაციისთვი