1. საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთების გადაზიდვა უნდა განხორციელდეს სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 30 დეკემბრის №263 ბრძანებით დამტკიცებული „საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის წესის“ შესაბამისად.
2. სახიფათო ტვირთების ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს მხოლოდ იმ ექსპლუატანტის მიერ, რომელიც ფლობს სპეციალურ ნებართვას სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 31 მარტის №70 ბრძანებით დამტკიცებული „სპეციალური ნებართვის გაცემის წესის“ შესაბამისად.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება ELA2 ტიპის სხ-ის ექსპლუატანტებზე, მაგრამ სახიფათო ტვირთების გადაზიდვის დაგეგმვის შემთხვევაში, ასეთი ექსპლუატანტი ვალდებულია:
ა) შეთანხმების მიზნით, შეიმუშაოს და სააგენტოს წარუდგინოს:
ა.ა) პერსონალის მომზადებისა და შეფასების პროგრამა სახიფათო ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებით;
ა.ბ) სახიფათო ტვირთის მომსახურების სახელმძღვანელო;
ბ) უზრუნველყოს სხ-ის ეკიპაჟის მომზადება ამ პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად შეთანხმებული პროგრამით;
გ) სააგენტოში წარმოადგინოს სახმელეთო მომსახურების ორგანიზაციასთან გაფორმებული ხელშეკრულება, სახიფათო ტვირთების მომსახურებასთან დაკავშირებით.
4. სხ-ის მეთაური ვალდებულია:
ა) მიიღოს ყველა გონივრული ზომა, ბორტზე უნებლიედ სახიფათო ტვირთების გადაზიდვის აცილების უზრუნველსაყოფად;
ბ) მიაწოდოს მგზავრებს ინფორმაცია სახიფათო ტვირთებთან დაკავშირებით;
გ) სახიფათო ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებული მოვლენის (ინციდენტი, სერიოზული ინციდენტი, საავიაციო შემთხვევა) შემთხვევაში, ინფორმაცია მიაწოდოს სააგენტოს და იმ სახელმწიფოს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს, სადაც მოხდა ამგვარი მოვლენა;
დ) ზედამხედველობა გაუწიოს, გამონაკლისის სახით ბორტზე ასატანად ნებადართული, სახიფათო ნივთიერებებისა და ნაკეთობების ჩატვირთვას, რათა მინიმუმამდე დაიყვანოს რისკები.
შენიშვნა: გამონაკლისის სახით, ბორტზე ასატანად ნებადართული სახიფათო ნივთიერებები და ნაკეთობები განისაზღვრება სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 30 დეკემბრის №263 ბრძანებით დამტკიცებული „საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის წესის“ შესაბამისა