აეროდრომის სამიმოსვლო არეში თვითმფრინავმა მიმოსვლა უნდა განახორციელოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირი მართვის საშუალებებთან:

ა) არის შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პილოტი; ან

ბ) დანიშნულია ექსპლუატანტის მიერ და:

ბ.ა) გავლილი აქვს სწავლება თვითმფრინავის მიმოსვლასთან დაკავშირებით;

ბ.ბ) გავლილი აქვს სწავლება რადიოსატელეფონო საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებით, თუ რადიოკავშირი მოითხოვება;

ბ.გ) მიღებული აქვს ინსტრუქტაჟი აეროდრომის განლაგებასთან, მარშრუტებთან, ნიშნებთან, მარკირებასთან, მაშუქებთან, საჰაერო მოძრაობის მართვის (ATC) სიგნალებთან და ინსტრუქციებთან, ფრაზეოლოგიასთან და პროცედურებთან დაკავშირებით; და

ბ.დ) აქვს უნარი დაიცვას საექსპლუატაციო სტანდარტები, რომელიც საჭიროა თვითმფრინავის აეროდრომზე უსაფრთხო გადაადგილებისათვი