1. ამ წესის მოქმედება ვრცელდება ძრავიანი არაკომპლექსური საჰაერო ხომალდის გამოყენებით საქართველოს საჰაერო სივრცეში განხორციელებულ არაკომერციულ ექსპლუატაციაზე, ასევე, საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული ძრავიანი არაკომპლექსური თვითმფრინავისა და შვეულმფრენის მიერ სხვა სახელმწიფოს საჰაერო სივრცეში განხორციელებულ არაკომერციულ საფრენოსნო ექსპლუატაციაზე.
2. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება ძრავიანი კომპლექსური საჰაერო ხომალდის გამოყენებით განხორციელებულ არაკომერციულ ექსპლუატაციაზ