1. სხ-ის მეთაურმა უნდა დაიცვას იმ სახელმწიფოს კანონმდებლობა და პროცედურები, რომელშიც ხორციელდება ექსპლუატაცია.

2. სხ-ის მეთაური უნდა იცნობდეს იმ კანონმდებლობას და პროცედურებს, რომელიც უკავშირდება თავისი მოვალეობების განხორციელებას და დადგენილია საფრენოსნო ექსპლუატაციისას გადაკვეთილი არეებისათვის, გამოყენებული აეროდრომების ან საფრენი მოედნებისათვის და სააერნაოსნო მომსახურების შენობა-ნაგებობებისათვი