1. თითოეულ ფრენაზე სხ-ის ბორტზე დედანის ან ასლის სახით უნდა იყოს წარმოდგენილი შემდეგი დოკუმენტები, სახელმძღვანელოები და ინფორმაცია, თუ სხვაგვარად არ არის დადგენილი:
ა) AFM ან ეკვივალენტური დოკუმენტ(ებ)ი;
ბ) სხ-ის რეგისტრაციის სერტიფიკატის დედანი;
გ) ფრენის ვარგისობის სერტიფიკატის (CofA) დედანი;
დ) ხმაურის სერტიფიკატი, თუ შესაბამისია;
ე) სპეციალური ნებართვების ჩამონათვალი, თუ გამოიყენება;
ვ) რადიოსადგურის სერტიფიკატი, თუ შესაბამისია;
ზ) სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის დამადასტურებელი პოლისი;
თ) სხ-ს ბორტჟურნალი ან ეკვივალენტური დოკუმენტი;
ი) წარდგენილი ATS ფრენის გეგმის მონაცემები, თუ გამოიყენება;
კ) მოქმედი და შესაფერისი სააერნაოსნო რუკები დაგეგმილი ფრენის მარშრუტის არისთვის და ყველა იმ მარშრუტისათვის რომლის გასწვრივაც მოსალოდნელია ფრენის მიმართულების ცვლილება;
ლ) გზაგადამჭრელი და გზაგადაჭრილი სხ-ის მიერ გამოსაყენებელი პროცედურები და ვიზუალური სიგნალების ინფორმაცია;
მ) MEL ან CDL, თუ გამოიყენება;
ნ) შესაბამისი საკონტროლო ბარათები ფრენის სტანდარტული, არასტანდარტული, საავარიო მდგომარეობისა და პირობების გათვალისწინებით; და
ო) ნებისმიერი სხვა დოკუმენტაცია, რომელიც შესაძლოა შესაფერისი იყოს ფრენისათვის ან მოითხოვება ფრენასთან დაკავშირებული სახელმწიფოს მიერ.
2. მიუხედავად ამ მუხლის 1-ლი პუნქტის მოთხოვნისა, ამ მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“-„თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტები და ინფორმაცია შესაძლებელია განთავსდეს აეროდრომზე ან საფრენ მოედანზე, იმ შემთხვევაში, თუ:
ა) ფრენის ფარგლებში დაგეგმილია ერთი და იგივე აეროდრომიდან/საფრენ მოედნიდან აფრენა და დაფრენა; ან
ბ) ფრენა ხორციელდება უფლებამოსილი საავიაციო ხელისუფლების მიერ განსაზღვრულ მანძილზე ან არეში.
3. მოთხოვნის შემთხვევაში, სხ-ის მეთაურმა უფლებამოსილი საავიაციო ხელისუფლებას გონივრულ ვადაში უნდა წარუდგინოს ბორტზე განთავსებული სავალდებულო დოკუმენტაცი