1. სხ-ის მეთაური პასუხისმგებელია:

ა) სხ-ის, ეკიპაჟის ყველა წევრის, მგზავრების და ბორტზე არსებული ტვირთის უსაფრთხოებაზე, სხ-ის ექსპლუატაციის განმავლობაში;

ბ) ფრენის დაწყებაზე, გაგრძელებაზე, დასრულებაზე ან მარშრუტიდან გადახვევაზე, ფრენის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე;

გ) ამ წესის შესაბამისად, ყველა საექსპლუატაციო პროცედურისა და საკონტროლო ბარათის შესრულების უზრუნველყოფაზე;

დ) განახორციელოს ფრენა მხოლოდ მაშინ, როდესაც დარწმუნდება, რომ ყველა საექსპლუატაციო შეზღუდვა შესრულებულია შემდეგნაირად:

დ.ა) სხ არის საფრენად ვარგისი;

დ.ბ) სხ არის სათანადოდ რეგისტრირებული;

დ.გ) ხელსაწყოები და აღჭურვილობა, რომელიც საჭიროა ფრენის შესასრულებლად, დამონტაჟებულია სხ-ზე და არის მუშა მდგომარეობაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ექსპლუატაცია არამუშა (გაუმართავი) აღჭურვილობით ნებადართულია MEL-ით ან ეკვივალენტური დოკუმენტით, თუ გამოიყენება, როგორც განსაზღვრულია ამ წესის 54-ე ან 75-ე მუხლებით;

დ.დ) სხ-ის მასა და სიმძიმის ცენტრის მდებარეობა არის იმგვარი, რომ ფრენა შესაძლოა განხორციელდეს საფრენად ვარგისობის დოკუმენტაციაში წინასწარ განსაზღვრული შეზღუდვების ფარგლებში;

დ.ე) ყველა აღჭურვილობა, ბარგი და ტვირთი არის სათანადოდ ჩატვირთული და დამაგრებული და შენარჩუნებულია საავარიო ევაკუაციის შესაძლებლობა;

დ.ვ) სხ-ის AFM-ში განსაზღვრული სხ-ის საექსპლუატაციო შეზღუდვები არ იქნება გადაჭარბებული ნებისმიერ დროს ფრენის განმავლობაში; და

დ.ზ) PBN-თვის საჭირო ნებისმიერი სანაოსნო მონაცემთა ბაზა არის შესაფერისი და მოქმედი;

ე) არ განახორციელოს ფრენა თუ იგი უნარწართმეულია და ვერ უზრუნველყოფს დაკისრებული მოვალეობების შესრულებას, ნებისმიერი მიზეზით, როგორებიცაა დაზიანება, ავადმყოფობა, დაღლილობა, ნებისმიერი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედება და სხვ.;

ვ) არ გააგრძელოს ფრენა უახლოესი ხელსაყრელი მეტეოროლოგიური პირობების მქონე აეროდრომის ან საფრენი მოედნის მიღმა, როდესაც მის მიერ დაკისრებული მოვალეობების შესრულების უნარი მნიშვნელოვნად შემცირებულია ისეთი გამომწვევი მიზეზებით, როგორებიცაა, დაღლილობა, ავადმყოფობა, ჟანგბადის ნაკლებობა და სხვ.;

ზ) მიიღოს გადაწყვეტილება სხ-ის ექსპლუატაციასთან დაკავშირებით, რომელსაც აქვს არამუშა მდგომარეობაში მყოფი საშუალებები, CDL-ის ან MEL-ის შესაბამისად, რომელიც გამოიყენება;

თ) ფრენის ან მიმდევრობით განხორციელებული ფრენების დასრულებისას უტილიზაციის (გამოყენების) მონაცემების და სხ-ზე ყველა ცნობილი ან საეჭვო დაზიანებების ჩაწერაზე სხ-ის ტექნიკურ ჟურნალში ან ბორტჟურნალში.

2. სხ-ის მეთაურმა უნდა უზრუნველყოს, რომ ფრენის კრიტიკული ფაზების განმავლობაში ან ყოველთვის, როდესაც მიიჩნევა საჭიროდ ფრენის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, ეკიპაჟის ყველა წევრი მოთავსებულია სავარძელში მათთვის განსაზღვრულ სამუშაო ადგილებზე და არ ასრულებენ სხვა საქმიანობას, გარდა იმისა, რაც საჭიროა სხ-ის უსაფრთხო ექსპლუატაციისათვის.

3. სხ-ის მეთაური უფლებამოსილია, უარი თქვას ნებისმიერი პირის, ბარგის ან ტვირთის გადაყვანაზე/გადაზიდვაზე ან ჩამოსვას/ჩამოტვირთოს იგი, რომელიც შესაძლოა წარმოადგენდეს პოტენციურ საფრთხეს სხ-ის ან ბორტზე არსებული პირების უსაფრთხოებისათვის.

4. სხ-ის მეთაურმა უსწრაფესი შესაძლებელი საშუალებით საჰაერო მოძრაობის მომსახურების (ATS) შესაბამის სადგურს უნდა შეატყობინოს ამინდის ან ფრენის ნებისმიერი აღმოჩენილი (შეხვედრილი) სახიფათო პირობები, რომელმაც მოსალოდნელია, გავლენა იქონიოს სხვა სხ-ების ფრენის უსაფრთხოებაზე.

5. სხ-ის მეთაურმა საავარიო მდგომარეობაში, რომელიც საჭიროებს დაუყოვნებლივ გადაწყვეტილებას და მოქმედებას, უნდა განახორციელოს ნებისმიერი სახის მოქმედება, რომელსაც თვითონ მიიჩნევს საჭიროდ. ასეთ შემთხვევებში, სხ-ის მეთაურმა, ფრენის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, შესაძლოა გადაუხვიოს დადგენილი წესებიდან, საექსპლუატაციო პროცედურებიდან და მეთოდებიდან.

6. ფრენის განმავლობაში, სხ-ის მეთაურმა უნდა:

ა) შეინარჩუნოს უსაფრთხოების ღვედი შეკრულ მდგომარეობაში, როდესაც იმყოფება თავის სამუშაო ადგილზე; და

ბ) მუდმივად დარჩეს სხ-ის მართვის საშუალებებთან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სხვა პილოტი იღებს მართვას.

7. სხ-ის მეთაურმა განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების/ქმედების მცდელობის შესახებ შეტყობინება უნდა წარადგინოს სააგენტოში  დაუყოვნებლივ ან არაუგვიანეს 72 საათისა. საავიაციო მოვლენათა შეტყობინების  წესი  დადგენილია „საავიაციო მოვლენათა შეტყობინების და საავიაციო მოვლენათა შესახებ ინფორმაციის გავრცელების წესის დამტკიცების შესახებ“ სააგენტოს დირექტორის 2014 წლის 5 თებერვლის №17 ბრძანებით.

8. სხ-ის მეთაურმა უსწრაფესი ხელმისაწვდომი საშუალებებით უნდა შეატყობინოს უახლოეს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს ნებისმიერ სერიოზულ ინციდენტთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება სხ-ს და რასაც შედეგად მოჰყვა ნებისმიერი პირის სერიოზული დაზიანება ან გარდაცვალება, ან სხ-ის ან საკუთრების მნიშვნელოვანი დაზიანებ