1. NCO ექსპლუატანტმა, ამ წესის შესაბამისად არაკომერციული ექსპლუატაცი(ებ)ის განხორციელების მიზნით, შესაძლოა გამოიყენოს სხ-ის სხვა ექსპლუატანტის სერტიფიკატში (AOC) შეტანილი სხ, გარდა კომპლექსური ძრავით აღჭურვილი სხ-ისა.
2. NCO ექსპლუატანტმა, რომელიც ამ მუხლის 1-ლი პუნქტის პირობის შესაბამისად იყენებს სხ-ს, უნდა დაადგინოს პროცედურა, რომელიც:
ა) გარკვევით აღწერს, თუ როგორ ხორციელდება სხ-ის საექსპლუატაციო მართვის გადაცემა AOC-ის მფლობელსა და NCO ექსპლუატანტს შორის;
ბ) აღწერს სხ-ის AOC-ის მფლობელთან სხ-ის დაბრუნებისას მისი გადაცემის პროცედურას. ეს პროცედურა უნდა იყოს AOC-ის მფლობელსა და NCO ექსპლუატანტს შორის დადებული ხელშეკრულების ნაწილი. NCO ექსპლუატანტმა უნდა უზრუნველყოს, რომ შესაბამისი პერსონალი იცნობს აღნიშნულ პროცედურას.
3. ამ მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად გამოყენებული სხ-ის საფრენად ვარგისობა უნდა იქნეს უზრუნველყოფილი იმ საწარმოს მიერ, რომელიც დადგენილი კანონმდებლობის შესაბამისად, პასუხისმგებელია AOC-ში შეტანილი სხ-ის საფრენად ვარგისობის შენარჩუნებაზე.
4. NCO ექსპლუატანტმა, რომელიც ამ მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად იყენებს სხ-ს, უნდა უზრუნველყოს, რომ:
ა) თითოეული ფრენა, რომელიც განხორციელებულია მისი საექსპლუატაციო მართვის ქვეშ, შეტანილია (აღრიცხულია) სხ-ის ტექნიკური ჟურნალის სისტემაში;
ბ) სხ-ის სისტემებში ან კონფიგურაციაში არ შეიტანება ცვლილება;
გ) ნებისმიერი დაზიანება ან ტექნიკური უწესივრობა, რომელიც ვლინდება სხ-ზე თავისი საექსპლუატაციო მართვის განმავლობაში, ფრენის შემდგომ დაუყოვნებლივ ეცნობება ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნულ საწარმოს;
დ) AOC-ის მფლობელი მიიღებს ნებისმიერი საავიაციო მოვლენის შეტყობინების ასლს, რომელიც შემუშავებულია სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2014 წლის 5 თებერვლის №17 ბრძანებით დამტკიცებული წესის „საავიაციო მოვლენათა შეტყობინების და საავიაციო მოვლენათა შესახებ ინფორმაციის გავრცელების წესის“ შესაბამისად და უკავშირდება სხ-ით შესრულებულ ფრენებ