1. ნებისმიერი ტურბინულძრავიანი, 15000 კგ-ზე მეტი მაქსიმალური სერტიფიცირებული ასაფრენი მასის ან 30-ზე მეტი სამგზავრო ადგილის მქონე თვითმფრინავი, რომლის საფრენად ვარგისობის ინდივიდუალური სერტიფიკატი პირველად გაიცა 2007 წლის პირველი იანვრის შემდეგ, უნდა აღიჭურვოს ჰაერში შეჯახების თავიდან აცილების სისტემით (ACAS II).
2. ნებისმიერი ტურბინულძრავიანი, 5700 კგ-დან 15000 კგ-მდე მაქსიმალური სერტიფიცირებული ასაფრენი მასის ან 19-ზე მეტი სამგზავრო ადგილის მქონე თვითმფრინავი, რომლის საფრენად ვარგისობის ინდივიდუალური სერტიფიკატი პირველად გაიცა 2008 წლის პირველი იანვრის შემდეგ, უნდა აღიჭურვოს ჰაერში შეჯახების თავიდან აცილების სისტემით (ACAS II