1. ექსპლუატანტს არ აქვს უფლება ისარგებლოს ელექტრონული სანაოსნო მონაცემების ბაზით, რომელიც გამოიყენება სხ-ზე ან მიწაზე, თუ მას არა აქვს სააგენტოს მიერ დამტკიცებული პროცედურები, რომლებიც უზრუნველყოფენ მონაცემთა ბაზის შესაბამისობას სტანდარტებთან და გამოსაყენებელ აღჭურვილობასთან.
შენიშვნა: პროცედურების სახელმძღვანელო მასალა მოცემულია RTCA DO-200A/EUROCAE ED-76 და RTCA DO-201A/EUROCAE ED-77.
2. ექსპლუატანტი ვალდებულია დანერგოს ისეთი პროცედურები, რომლებიც უზრუნველყოფს უცვლელი ელექტრონული სანაოსნო მონაცემების დროულ გავრცელებას ყველა იმ სხ-სათვის, რომლისთვისაც ეს საჭიროა.
თავი VI
სხ-ის ტექნიკური მომსახურებ