1. შვეულმფრენი, რომლის ექსპლუატაცია ხორციელდება დღისით ვიზუალური ფრენის წესების (VFR) შესაბამისად, უნდა იყოს აღჭურვილი შემდეგი პარამეტრების საზომი და მაჩვენებელი საშუალებებით:
ა) მაგნიტური კურსი;
ბ) დრო საათებში, წუთებსა და წამებში;
გ) ბარომეტრული სიმაღლე;
დ) სახელსაწყო ფრენის სიჩქარე; და
ე) სრიალის დონე.
2. შვეულმფრენი, რომლის ექსპლუატაცია ხორციელდება ღამით ვიზუალურ მეტეოროლოგიურ პირობებში (VMC) ან იმ შემთხვევაში, როდესაც ხილვადობა 1500 მ-ზე ნაკლებია ან ისეთ პირობებში, სადაც შვეულმფრენი ვერ შეინარჩუნებს დასახულ ფრენის ტრაექტორიას ერთი ან მეტი დამატებითი ხელსაწყოს მონაცემების გარეშე, ამ მუხლის 1-ლი პუნქტის მოთხოვნების გარდა, დამატებით უნდა იქნეს აღჭურვილი:
ა) შემდეგი პარამეტრების საზომი და მაჩვენებელი საშუალებებით:
ა.ა) სივრცული მდგომარეობა;
ა.ბ) ვერტიკალური სიჩქარე; და
ა.გ) სტაბილიზებული კურსი;
ბ) საშუალებით, რომელიც უზრუნველყოფს გიროსკოპული ხელსაწყოებისათვის არასაკმარისი სიმძლავრის მიწოდების ჩვენებას.
3. შვეულმფრენი, რომლის ექსპლუატაცია ხორციელდება 1500 მ-ზე ნაკლები ხილვადობის პირობებში ან ისეთ პირობებში, სადაც შვეულმფრენი ვერ შეინარჩუნებს დასახულ ფრენის ტრაექტორიას ერთი ან მეტი დამატებითი ხელსაწყოს მონაცემების გარეშე, ამ მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების მოთხოვნების გარდა, უნდა იქნეს აღჭურვილი კონდენსაციის ან შემოყინვის გამო ფრენის სიჩქარის მაჩვენებელი სისტემის უწესივრობის თავიდან აცილების საშუალებით, როგორც მოითხოვება ამ მუხლის 1-ლი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტშ