1. შვეულმფრენი უნდა იქნეს აღჭურვილი:
ა) სავარძლით ან საწოლით ბორტზე არსებული თითოეული პირისათვის, რომელთა ასაკი ტოლია ან აღემატება 24 თვეს ან სამუშაო ადგილით ბორტზე არსებული ეკიპაჟის თითოეული წევრისათვის;
ბ) უსაფრთხოების ღვედით თითოეული სავარძლისთვის და შემაკავებელი (დამჭერი) უსაფრთხოების ღვედებით თოთოეული საწოლისთვის, და შემაკავებელი (დამჭერი) მოწყობილობები თითოეული სამუშაო ადგილისთვის;
გ) შვეულმფრენებისთვის, რომელთა საფრენად ვარგისობის ინდივიდუალური სერტიფიკატი (CofA) პირველად გაიცა 2012 წლის 31 დეკემბრის შემდეგ, უსაფრთხოების ღვედი ზედა ტორსის შემაკავებელი (დამჭერი) სისტემით, თითოეული მგზავრისთვის, რომელთა ასაკი ტოლია ან აღემატება 24 თვეს;
დ) ბავშვის შემაკავებელი (დამჭერი) მოწყობილობით (CRD) ბორტზე არსებული თითოეული პირისთვის, რომელთა ასაკი არ აღემატება 24 თვეს; და
ე) საფრენოსნო ეკიპაჟის თითოეული სავარძლისათვის უსაფრთხოების ღვედი ზედა ტორსის შემაკავებელი (დამჭერი) სისტემით, რომელიც აერთიანებს მოწყობილობას, რომელიც ავტომატურად იჭერს ადამიანის ზედა ტორსს, სიჩქარის მკვეთრი შემცირების შემთხვევაში.
2. უსაფრთხოების ღვედს ზედა ტორსის შემაკავებელი (დამჭერი) სისტემით, უნდა გააჩნდეს ერთწერტილიანი გახსნის მექანიზმ