1. შვეულმფრენი, რომლის სერტიფიცირებული სამგზავრო ადგილების მაქსიმალური კონფიგურაცია აღემატება 6-ს, აღჭურვილი უნდა იყოს:

ა) ავტომატური საავარიო მიმყვანი რადიოგადამცემით (ELT); და

ბ) საავარიო-სამაშველო მიმყვანი რადიოგადამცემით (ELT(S)) დამაგრებული სამაშველო ნავში ან უსაფრთხოების ჟილეტზე, როდესაც შვეულმფრენი ასრულებს ფრენას ხმელეთიდან ისეთი მანძილის დაშორებით, რომელიც ნორმალური კრეისერული სიჩქარით ფრენისას აღემატება 3 წთ-ის საფრენოსნო მანძილს.

2. შვეულმფრენი, რომლის სერტიფიცირებული სამგზავრო ადგილების მაქსიმალური კონფიგურაცია ტოლია ან ნაკლებია 6-ზე, აღჭურვილი უნდა იყოს საავარიო-სამაშველო მიმყვანი რადიოგადამცემით ELT(S) ან პერსონალური მიმყვანი რადიოშუქურით (PLB), რომელსაც ატარებს ეკიპაჟის წევრი ან მგზავრი, ან აღჭურვილი უნდა იყოს ავტომატური ELT-ით.

3. ნებისმიერი ტიპის ELT-ს და PLB-ს უნდა გააჩნდეს 121,5 მჰც და 406 მჰც სიხშირეებზე სიგნალის ერთდროულად გადაცემის შესაძლებლობ