1. შვეულმფრენი, რომელიც ასრულებს ფრენას ისეთ მარშრუტებზე, სადაც შეუძლებელია ნაოსნობა ვიზუალური ორიენტირების გამოყენებით, აღჭურვილი უნდა იქნეს ნებისმიერი სანავიგაციო აღჭურვილობით, რაც საშუალებს იძლევა, ფრენა გაგრძელდეს:

ა) ATS ფრენის გეგმის შესაბამისად, თუ შესაბამისია; და

ბ) საჰაერო სივრცის მოთხოვნების შესაბამისად.

2. შვეულმფრენებს უნდა გააჩნდეს ნავიგაციის საკმარისი აღჭურვილობა, იმისათვის, რომ, ფრენის ნებისმიერ ეტაპზე, რომელიმე ერთი აღჭურვილობის მტყუნების შემთხვევაში, დარჩენილმა აღჭურვილობამ უზრუნველყოს ამ მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, სხ-ის უსაფრთხო ნავიგაცია ან საგანგებო (გაუთვალისწინებელი) მდგომარეობის შესაბამისი მოქმედებების უსაფრთხოდ დასრულება.

3. შვეულმფრენი, რომლებიც ასრულებს ფრენას, რომლის განმავლობაშიც დაგეგმილია დაფრენა სახელსაწყო მეტეოროლოგიურ პირობებში (IMC), აღჭურვილი უნდა იქნეს ისეთი აღჭურვილობით, რომელიც უზრუნველყოფს შვეულმფრენის მიმართვას იმ წერტილამდე, საიდანაც შესაძლებელია განხორციელდეს ვიზუალური დაფრენა. ასეთ აღჭურვილობას უნდა შეეძლოს აღნიშნული სანაოსნო მიმართვის განხორციელება თითოეული აეროდრომისთვის, სადაც დაგეგმილია სახელსაწყო მეტეოროლოგიურ პირობებში (IMC) დაფრენა და ასევე, დანიშნულების პუნქტის ნებისმიერი სათადარიგო აეროდრომისთვის.

4. მახასიათებლებზე დაფუძნებული ნაოსნობის (PBN) შესაბამისად განხორციელებული ფრენებისთვის, სხ უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისი სანაოსნო სპეციფიკაციისათვის დადგენილ საფრენად ვარგისობის სერტიფიცირების მოთხოვნებს.

5. შვეულმფრენი აღჭურვილი უნდა იქნეს რადიოსალოკაციო აღჭურვილობით, საჰაერო სივრცის მოთხოვნების შესაბამისა