თავი V — შვეულმფრენის ხელსაწყოები, მონაცემები და აღჭურვილობა
თუ არსებობს მოთხოვნა საჰაერო სივრცის უსაფრთხოდ გამოყენების მიზნით, შვეულმფრენი აღჭურვილი უნდა იყოს მეორადი რადიოლოკატორის (SSR) ტრანსპონდერით, რომელსაც გააჩნია ყველა მოთხოვნილი შესაძლებლობა.
შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ შვეულმფრენი არ არის აღჭურვილი ტრანსპონდერით, ელექტრონული ამოცნობის საშუალების რეკომენდაციები განსაზღვრულია ევროკავშირის რეგულაციების შესაბამისად (მაგ: FLARM, რომელიც აკმაყოფილებს EASA-ის მიერ გამოცემულ ტექნიკურ აღწერილობას „Technical Specification for ADS-L transmissions using SRD-860 frequency band (ADS-L 4 SRD-860)“ და არ გამოიყენება, როგორც ტრანსპონდერის შემცვლელი ეკვივალენტური საშუალებ