1. შვეულმფრენი, ბორტზე არსებული თითოეული პირისათვის, რომელთა ასაკი არ აღემატება 24 თვეს, უნდა იქნეს აღჭურვილი სამაშველო ჟილეტით ან ეკვივალენტური პერსონალური ტივტივა მოწყობილობით, რომელიც უნდა იყოს მორგებული (აღკაზმული) ან განთავსებული ადვილად ხელმისაწვდომ ადგილას, იმ პირის სავარძლიდან ან საწოლიდან, ვისთვისაც განკუთვნილია გამოსაყენებლად, როდესაც:

ა) ფრენა სრულდება წყლის ზედაპირის თავზე, ხმელეთიდან ავტოროტაციის განსაზღვრული მანძილის მიღმა, სადაც კრიტიკული ძრავის მტყუნების შემთხვევაში, შვეულმფრენს არ აქვს შესაძლებლობა შეინარჩუნოს დამყარებულ სიმაღლეზე ფრენის რეჟიმი.

ბ) ფრენა სრულდება წყლის ზედაპირის თავზე, ხმელეთიდან ისეთი მანძილის დაშორებით, რომელიც ნორმალური კრეისერული სიჩქარით ფრენისას აღემატება 10 წთ-ის საფრენოსნო მანძილს, სადაც კრიტიკული ძრავის მტყუნების შემთხვევაში, შვეულმფრენს აქვს შესაძლებლობა შეინარჩუნოს დამყარებულ სიმაღლეზე ფრენის რეჟიმი.

გ) აფრენა ან დაფრენა სრულდება აეროდრომზე ან საფრენ მოედანზე, სადაც აფრენის ან დასაფრენად შესვლის ტრაექტორია მდებარეობს წყლის ზედაპირის თავზე.

2. თითოეული სამაშველო ჟილეტი ან ეკვივალენტური ინდივიდუალური ტივტივა მოწყობილობა აღჭურვილი უნდა იყოს ელექტრული განათების საშუალებებით, ადამიანთა ადგილმდებარეობის დადგენის გამარტივების მიზნით.

3. შვეულმფრენის მეთაურმა, რომელიც ასრულებს ფრენას წყლის ზედაპირის თავზე, ხმელეთიდან ისეთი მანძილის დაშორებით, რომელიც ნორმალური კრეისერული სიჩქარით ფრენისას აღემატება 30 წთ-ის საფრენოსნო მანძილს ან 50 NM, იმისდა მიხედვით, რომელიც უფრო ნაკლებია, უნდა განსაზღვროს შვეულმფრენის ბორტზე არსებული პირების გადარჩენის რისკები, წყლის ზედაპირზე შვეულმფრენის ავარიული დაფრენის შემთხვევაში, რომლის საფუძველზეც სხ-ის მეთაური განსაზღვრავს ბორტზე შემდეგი აღჭურვილობის საჭიროებას:

ა) განგაშის მაუწყებელი სიგნალების განსახორციელებელი აღჭურვილობა;

ბ) სამაშველო ნავების საკმარისი რაოდენობა, ბორტზე არსებული ყველა მგზავრის განსათავსებლად, განლაგებული ისე, რომ გაადვილდეს საავარიო მდგომარეობაში მათი სწრაფი გამოყენება; და

გ) განსახორციელებელი ფრენისათვის შესაფერისი სიცოცხლის გადასარჩენი აღჭურვილობით, რათა უზრუნველყოფილ იქნეს სიცოცხლის შენარჩუნების შესაძლებლობა.

4. შვეულმფრენის მეთაურმა უნდა განსაზღვროს შვეულმფრენის ბორტზე არსებული პირების გადარჩენის რისკები, წყლის ზედაპირზე შვეულმფრენის ავარიული დაფრენის შემთხვევაში, რის საფუძველზეც წყვეტს, უნდა ეცვათ თუ არა შვეულმფრენის ბორტზე არსებულ პირებს ამ მუხლის 1-ლი პუნქტით მოთხოვნილი სამაშველო ჟილეტებ