1. ყველა ვერტმფრენი, რომელიც  გამოიყენება ან გამიზნულია წყლის თავზე ფრენისთვის გამოსაყენებლად, უნდა იყოს აღჭურვილი მუდმივი ან სწრაფად გასაშლელი საცურაო მოწყობილობებით, რათა საჭიროების შემთხვევაში განახორციელონ წყალზე უსაფრთხო  დაფრენა  როდესაც :

ა) ისინი ასრულებენ ფრენებს ან სამუშაოებს წყლის თავზე; ან

ბ) I და II კლასის საფრენოსნო ტექნიკური მახასიათებლების მქონე ვერტმფრენები ასრულებენ ფრენას წყლის თავზე, ამავდროულად ფრენა სრულდება არა ხელსაყრელ პირობებში და ხმელეთამდე მისაღწევად ნორმალურ კრეისერულ სიჩქარეზე საჭიროა 10 წუთზე მეტი; ან

შენიშვნა: ვერტმფრენი, რომელიც ასრულებს ფრენებს წყლის თავზე, უნდა იყოს სერტიფიცირებული ან გათვლილი წყლის ზედაპირზე უსაფრთხო იძულებითი დაფრენის მოთხოვნების შესაბამისად.

გ) I კლასის სტმ-ის მქონე ვერტმფრენი როდესაც ფრენას ასრულდებს წყლის თავზე ნორმალურ პირობებში  ხმელეთიდან შესაბამის საავიაციო ხელისუფლების  მიერ დადგენილ მანძილზე; ან

დ) III კლასის ვერტმფრენები როდესაც ფრენას ასრულებენ ისეთ მანძილზე ხმელეთიდან რომ შეუძლებელია ავტოროტაციის ან უსაფრთხო ავარიული დაფრენისათვის ხმელეთამდე მიღწევა.

2. I და II კლასის საფრენოსნო ტექნიკური მახასიათებლების მქონე ვერტმფრენები რომელიც ასრულებს ფრენებს ამ მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, უნდა იყოს აღჭურვილი:

ა) ერთი სამაშველო ჟილეტით ან  ექვივალენტური საცურაო მოწყობილობით ყოველი პირისთვის რომლებიც იმყოფებიან ბორტზე და უნდა იყოს განლაგებული ისეთ ადგილებზე რომ ყოველთვის იყოს ხელმისაწვდომი ვისთვისაც არის გათვალისწინებული. წყლის თავზე მუშაობისას სამაშველო ჟილეტი უნდა იქნეს ჩაცმული მუდმივად გარდა იმ შემთხვევებისა როცა პირები იყენებენ  ინტეგრირებულ სამაშველო კოსტიუმებს რომლებიც ისედაც ასრულებს სამაშველო ჟილეტის ფუნქციას.

ბ) სამაშველო ტივები რომლებიც საკმარისი უნდა იყოს ბორტზე მყოფი ყველა პირისათვის და განთავსებული უნდა იყოს ისე, რომ მათი სწრაფი და იოლი გამოყენება შესაძლებელი იყოს საჭიროებისას. სამაშველო ტივებზე უნდა იყოს საჭირო ავარიული სამაშველო მარაგი, რათა შესაძლებელი გახდეს ადამიანების გადარჩენა არსებულ ვითარებაში.

შენიშვნა: იმ შემთხვევაში, როდესაც ვერტმფრენი განთავსებულია ორი სამაშველო ტივი,  შსაძლებელი უნდა იყოს ბორტზე მყოფი ყველა ადამიანის განთავსება ერთ ტივზე გადატვირთულ  რეჟიმში.

გ) ჩიკაგოს კონვენციის მე-2 დანართით განსაზღვრული სასიგნალო რაკეტების გაშვების მოწყობილობა.

3. III კლასის სტმ-ის მქონე ვერტმფრენები როდესაც ფრენას ასრულებენ ისეთ მანძილზე ხმელეთიდან, რომელსაც შეუძლებელია ავტოროტაციისას მიღწეული იქნას ხმელეთამდე, მაგრამ ფრენა სრულდება საავიაციო ხელისუფლების მიერ დადგენილი მანძილის ფარგლებში, ვერტმფრენები აღიჭურვებიან ერთი სამაშველო ჟილეტით ან  ექვივალენტური საცურაო მოწყობილობით ყოველი პირისთვის, რომლებიც იმყოფება ბორტზე და უნდა იყოს განლაგებული ისეთ ადგილებზე რომ ყოველთვის იყოს ხელმისაწვდომი იმათთვის ვისი გამოყენებისთვისაც არის განკუთვნილი.

4. წყლის თავზე სამუშაოებისას როდესაც ავტოროტაციის რეჟიმში ხმელეთამდე მიღწევა შეუძლებელია, სამაშველო ჟილეტი უნდა იქნეს ჩაცმული მუდმივად გარდა იმ შემთხვევებისა როცა პირები იყენებენ  ინტეგრირებულ სამაშველო კოსტიუმებს რომლებიც ისედაც ასრულებენ სამაშველო ჟილეტის ფუნქციას.

5. III კლასის სტმ-ის მქონე ვერტმფრენები როდესაც ასრულებენ ფრენას  უფრო მეტ მანძილზე, ვიდრე ეს მოცემულია ამ მუხლის მე–3 პუნქტში, უნდა აღიჭურვონ ამ მუხლის მე–2 პუნქტის შესაბამისად.

6. როდესაც II ან III კლასის სტმ-ის მქონე ვერტმფრენები  ახორციელებენ  აფრენას ან დაფრენას ისეთ ადგილას სადაც გაუმართაობის შემთხვევაში შეიძლება შეიქმნას აუცილებლობა წყალზე ავარიული დაფრენის განხორციელებისა,  ვერტმფრენები უნდა აღიჭურვოს სულ ცოტა ამ მუხლის მე–2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

7. ყოველი სამაშველო ჟილეტი თუ ტოლფასი ინდივიდუალური საცურაო საშუალება,  უნდა იყოს აღჭურვილი ელექტრული განათების საშუალებით რათა გაადვილდეს ადამიანების აღმოჩენ