1. ყველა ვერტმფრენი, რომელიც ასრულებს ფრენებს დღისით ვფწ-ით უნდა იყოს  აღჭურვილი:

ა) მაგნიტური კომპასით;

ბ) ზუსტი საათით, საათის, წუთისა და წამის ჩვენებით;

გ) ზუსტი ბარომეტრული სიმაღლის საზომით;

დ) საჰაერო სიჩქარის მაჩვენებლით;

ე) სხვა დამატებითი ხელსაწყოებით, სააგენტოს გადაწყვეტილებით.

2. ყველა ვერტმფრენი რომელიც ასრულებს ღამით ფრენებს ვფწ-ით უნდა იყოს აღჭურვილი:

ა) ყველა იმ აღჭურვილობით რაც  ჩამოთვლილია ამ მუხლის პირველ პუნქტში;

ბ) სივრცული მდგომარეობის მაჩვენებელით ყოველი პილოტისთვის და პლიუს მინიმუმ 1 სათადარიგო სივრცული მდგომარეობის მაჩვენებელით;

გ) სრიალის მაჩვენებელით;

დ) კურსის მაჩვენებელი (ჰიროკომპასით);

ე) ვერტიკალური სიჩქარის მაჩვენებელით;

ვ) სხვა დამატებითი ხელსაწყოებით, სააგენტოს გადაწყვეტილებით;

აგრეთვე, შემდეგი განათებით:

ზ) ჩიკაგოს კონვენციის მე-2 დანართით მითითებული განათებით ჰაერში და ვერტოდრომის სამანევრო სივრცეში მყოფ სხ-თვის.

თ) ორი დასაფრენი ფარით;

ი) ვერტმფრენის უსაფრთხოდ ექსპლუატაციისათვის დიდი მნიშვნელობის მქონე ხელსაწყოებისა და აღჭურვილობის განათებით;

კ) ყველა სამგზავრო სალონის განათებით;

ლ) ელექტრული ფარნით, ეკიპაჟის ყოველი წევრის ადგილზე.

3. ყველა ვერტმფრენი რომელიც ასრულებს ფრენებს სფწ-ით, ან როდესაც შეუძლებელია სასურველი სივრცული მდგომარეობის შენარჩუნება  ერთი ან ორი  საფრენოსნო ხელსაწყოს გარეშე, უნდა აღიჭურვოს:

ა) მაგნიტური კომპასით;

ბ) ზუსტი საათით, საათის, წუთისა და წამის ჩვენებით;

გ) ორი ზუსტი ბარომეტრული სიმაღლის საზომით;

დ) საჰაერო სიჩქარის მაჩვენებლი სისტემით, რომელიც აღჭურვილია კონდენსაციის ან შემოყინვის საწინააღმდეგო სისტემით;

ე) სრიალის მაჩვენებლით;

ვ) სივრცული მდგომარეობის მაჩვენებელით ყოველი პილოტისთვის და პლიუს მინიმუმ 1 სათადარიგო სივრცული მდგომარეობის მაჩვენებელით;

ზ) კურსის მაჩვენებელი (ჰიროკომპასით);

თ) აღჭურვილობა რომელიც იძლევა საშუალებას მოხდეს მონიტორინგი ელექტრო წყაროზე რომელიც კვებავს ჰიროსკოპულ ხელსაწყოებს;

ი) გარე ტემპერატურის მაჩვენებელით, რომელიც დამონტაჟებულია პილოტების კაბინაში;

კ) ვერტიკალური სიჩქარის მაჩვენებელით;

ლ) სტაბილიზაციის სისტემით, გარდა იმ შემთხვევებისა როდესაც ვერტმფრენის ტიპის სერტიფიცირებაზე  პასუხისმგებელი ორგანოს მიერ დადასტურებულია, რომ კონკრეტული ტიპის ვერტმფრენი არის დამაკმაყოფილებლად მდგრადი სტაბილიზაციის სისტემის გარეშეც;

მ) სხვა დამატებითი ხელსაწყოებით, სააგენტოს გადაწყვეტილებით;

ნ) თუ ფრენა ხორციელდება ღამით, განათებით რომლებიც მოხსენებულია ამ მუხლის მე–2 პუნქტში.

4. ყველა ვერტმფრენი რომელიც ასრულებს ფრენას სფწ-ით უნდა აღიჭურვოს ელექტრო სისტემის ძირითადი სისტემისაგან დამოუკიდებელი კვების საავარიო წყაროთი, რომელიც  სულ ცოტა 30 წთ–ის განმავლობაში უზრუნველყოფს მეთაურისთვის მკაფიოდ ხილვადი ხელოვნური ჰორიზონტის ხელსაწყოს კვებას და განათებას. ეს წყარო ავტომატურად უნდა ირთვებოდეს ძირითადი ელექტრო სისტემის მტყუნებისას და უნდა მიუთითებდეს რომ კვება ხორციელდება საავარიო წყაროდან.

შენიშვნა: საფრენოსნო აღჭურვილობას  რომელსაც მოითხოვს  ეს მუხლი შეიძლება უზრუნველყოფილი იყოს სხვადასხვა აღჭურვილობის კომბინაციით  ან  ელექტრონული დისპლეები