1. თვითმფრინავი, რომლის ექსპლუატაცია ხორციელდება დღისით, ვიზუალური ფრენის წესების (VFR) შესაბამისად, უნდა იქნეს აღჭურვილი შემდეგი პარამეტრების საზომი და მაჩვენებელი საშუალებებით:

ა) მაგნიტური კურსი;

ბ) დრო საათებში, წუთებსა და წამებში;

გ) ბარომეტრული სიმაღლე;

დ) სახელსაწყო ფრენის სიჩქარე; და

ე) მახის რიცხვი, როდესაც სიჩქარის შეზღუდვები გამოსახულია მახის რიცხვით.

2. თვითმფრინავი, რომლის ექსპლუატაცია ხორციელდება ღამით ვიზუალურ მეტეოროლოგიურ პირობებში (VMC) ან ისეთ პირობებში, სადაც თვითმფრინავი, ვერ შეინარჩუნებს დასახულ ფრენის ტრაექტორიას ერთი ან მეტი დამატებითი ხელსაწყოს მონაცემების გარეშე, ამ მუხლის 1-ლი პუნქტის მოთხოვნების გარდა, დამატებით უნდა იქნეს აღჭურვილი:

ა) შემდეგი პარამეტრების საზომი და მაჩვენებელი საშუალებებით:

ა.ა) დაფერდება და სრიალი;

ა.ბ) სივრცული მდგომარეობა;

ა.გ) ვერტიკალური სიჩქარე; და

ა.დ) სტაბილიზებული კურსი;

ბ) საშუალებით, რომელიც უზრუნველყოფს გიროსკოპული ხელსაწყოებისათვის არასაკმარისი სიმძლავრის მიწოდების ჩვენებას.

3. თვითმფრინავი, რომლის ექსპლუატაცია ხორციელდება ისეთ პირობებში, სადაც იგი ვერ შეინარჩუნებს დასახულ ფრენის ტრაექტორიას ერთი ან მეტი დამატებითი ხელსაწყოს მონაცემ(ებ)ის გარეშე, ამ მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების მოთხოვნების გარდა უნდა იქნეს აღჭურვილი, კონდენსაციის ან შემოყინვის გამო ფრენის სიჩქარის მაჩვენებელი სისტემის უწესივრობის თავიდან აცილების საშუალებით, როგორც მოითხოვება ამ მუხლის 1-ლი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტშ