თვითმფრინავი, რომლის ექსპლუატაცია ხორციელდება ღამით, აღჭურვილი უნდა იქნეს:
ა) შეჯახების აცილების მაშუქი სისტემით;
ბ) სანაოსნო/მდებარეობის მაჩვენებელი მაშუქებით;
გ) დაფრენის მაშუქებით;
დ) განათებით, რომელიც მარაგდება თვითმფრინავის ელექტრული სისტემიდან და უზრუნველყოფს თვითმფრინავის უსაფრთხო ექსპლუატაციისათვის აუცილებელი ყველა ხელსაწყოსა და აღჭურვილობის შესაბამის განათებას;
ე) განათებით, რომელიც მარაგდება თვითმფრინავის ელექტრული სისტემიდან და უზრუნველყოფს ყველა სამგზავრო ნაკვეთურის განათებას;
ვ) ცალკეული პორტატიული მაშუქებით ეკიპაჟის თითოეული წევრის სამუშაო ადგილისათვის; და
ზ) იმ შემთხვევაში, თუ თვითმფრინავის ექსპლუატაცია ხორციელდება, როგორც ჰიდროთვითმფრინავი, მაშუქებით, რომელიც აკმაყოფილებს „ზღვაში შეჯახების თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო წესებით“ განსაზღვრულ მოთხოვნებ