ტურბინული ძრავის მქონე თვითმფრინავი, რომლის სერტიფიცირებული სამგზავრო ადგილების მაქსიმალური კონფიგურაცია აღემატება 9-ს, აღჭურვილი უნდა იქნეს ხმელეთთან მიახლოების გამაფრთხილებელი სისტემით (TAWS), რომელიც:
ა) აკმაყოფილებს A კლასის აღჭურვილობის მოთხოვნებს, როგორც განსაზღვრულია მისაღებ სტანდარტებში, იმ თვითმფრინავებისთვის, რომელთა საფრენად ვარგისობის ინდივიდუალური სერტიფიკატი (CofA) პირველად გაიცა 2011 წლის 1 იანვრის შემდეგ; ან
ბ) აკმაყოფილებს B კლასის აღჭურვილობის მოთხოვნებს, როგორც განსაზღვრულია მისაღებ სტანდარტებში, იმ თვითმფრინავებისთვის, რომელთა საფრენად ვარგისობის ინდივიდუალური სერტიფიკატი (CofA) პირველად გაიცა 2011 წლის 1 იანვარს ან უფრო ადრ