1. ამ თავით მოთხოვნილი ხელსაწყოები და აღჭურვილობა უნდა იყოს სერტიფიცირებული საფრენად ვარგისობის მოქმედი მოთხოვნების შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ იგი:

ა) გამოიყენება საფრენოსნო ეკიპაჟის მიერ ფრენის ტრაექტორიის კონტროლის მიზნით;

ბ) გამოიყენება ამ წესის 70-ე მუხლის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად;

გ) გამოიყენება ამ წესის 71-ე მუხლის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად; ან

დ) დამონტაჟებულია თვითმფრინავზე.

2. ამ თავით მოთხოვნის შემთხვევაში ქვემოთ ჩამოთვლილი შემდეგი საშუალებები არ საჭიროებენ სერტიფიცირებას:

ა) სათადარიგო ელექტრული მცველები;

ბ) ცალკეული (დამოუკიდებელი) პორტატიული მაშუქები;

გ) ზუსტი ქრონომეტრი;

დ) პირველადი სამედიცინო დახმარების კომპლექტი;

ე) სიცოცხლის გადასარჩენი და სასიგნალო აღჭურვილობა;

ვ) საზღვაო მცურავი ღუზა და მისაბმელი აღჭურვილობა;

ზ) ბავშვის შემაკავებელი (დამჭერი) მოწყობილობა.

3. ხელსაწყოები და აღჭურვილობა ან ნებისმიერი სხვა მოწყობილობა, რომელიც არ მოითხოვება ამ წესის შესაბამისად, მაგრამ ფრენისას განთავსებულია სხ-ის ბორტზე, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) ამ ხელსაწყოებიდან ან აღჭურვილობიდან მიღებული ინფორმაცია საფრენოსნო ეკიპაჟის მიერ არ უნდა იქნეს გამოყენებული ამ წესის 70-ე და 71-ე მუხლების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად;

ბ) ხელსაწყოებმა და აღჭურვილობამ არ უნდა მოახდინონ გავლენა თვითმფრინავის საფრენად ვარგისობაზე, მტყუნებების ან უწესივრობის შემთხვევაშიც კი.

4. ხელსაწყოები და აღჭურვილობა უნდა იყოს ადვილად გამოყენებადი ან ხელმისაწვდომი იმ სამუშაო ადგილიდან, სადაც მოთავსებულია საფრენოსნო ეკიპაჟის ის წევრი, რომელიც საჭიროებს აღნიშნული საშუალების გამოყენებას.

5. ყველა საჭირო საავარიო აღჭურვილობა უნდა იყოს ადვილად ხელმისაწვდომი დაუყოვნებელი გამოყენებისთვი