1. იმ შემთხვევაში, როდესაც გამოსაყენებელი საჰაერო სივრცე საჭიროებს, თვითმფრინავი უნდა იქნეს აღჭურვილი რადიოკავშირის აღჭურვილობით, რომელიც, საჰაერო სივრცის მოთხოვნებთან შესაბამისობის მიზნით, იძლევა საჰაერო მოძრაობის მართვის სადგურებთან ორმხრივი კავშირის წარმართვის შესაძლებლობას, დადგენილი სიხშირეების გამოყენებით.

2. რადიოკავშირის აღჭურვილობამ, იმ შემთხვევაში, თუ მოითხოვება ამ მუხლის 1-ლი პუნქტით, უნდა უზრუნველყოს რადიოკავშირი სააერნაოსნო საავარიო 121,5 მჰც სიხშირეზე.

3. იმ შემთხვევაში, როდესაც მოითხოვება ერთზე მეტი რადიოკავშირის აღჭურვილობა, თითოეული უნდა იყოს მეორისგან ან სხვებისაგან დამოუკიდებელი იმდენად, რომ ნებისმიერი ერთი მათგანის მტყუნებამ არ უნდა გამოიწვიოს სხვა რომელიმეს მტყუნებ