1. თვითმფრინავი, გარდა ELA1 ტიპის თვითმფრინავისა, აღჭურვილი უნდა იქნეს, სულ მცირე, ერთი ხელის ცეცხლმაქრით:

ა) საფრენოსნო ეკიპაჟის ნაკვეთურში; და

ბ) თითოეულ სამგზავრო ნაკვეთურში, რომელიც განცალკევებულია საფრენოსნო ეკიპაჟის ნაკვეთურისგან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ნაკვეთური ადვილად მისადგომია საფრენოსნო ეკიპაჟისთვის.

2. მოთხოვნილი ცეცხლმაქრებისათვის ცეცხლმაქრი ნივთიერების ტიპი და ოდენობა უნდა იყოს ნაკვეთურში, სადაც გამიზნულია ცეცხლმაქრის გამოყენება, მოსალოდნელი ხანძრის ტიპისთვის შესაფერისი, რათა მინიმუმამდე შემცირდეს ტოქსიკური გაზების კონცენტრაციით გამოწვეული საფრთხე ბორტზე არსებულ პირთა მიერ დაკავებულ ნაკვეთურებშ