1. თვითმფრინავი აღჭურვილი უნდა იქნეს:

ა) ნებისმიერი ტიპის საავარიო მიმყვანი რადიოგადამცემით (ELT), იმ შემთხვევაში, როდესაც თვითმფრინავის საფრენად ვარგისობის ინდივიდუალური სერტიფიკატი (CofA) პირველად გაიცა 2008 წლის 1 ივლისს ან უფრო ადრე;

ბ) ავტომატური საავარიო მიმყვანი რადიოგადამცემით (ELT), იმ შემთხვევაში, როდესაც თვითმფრინავის საფრენად ვარგისობის ინდივიდუალური სერტიფიკატი (CofA) პირველად გაიცა 2008 წლის 1 ივლისის შემდეგ; ან

გ) საავარიო-სამაშველო მიმყვანი რადიოგადამცემით (ELT(S)) ან პერსონალური მიმყვანი რადიოშუქურით (PLB), რომელსაც ატარებს ეკიპაჟის წევრი ან მგზავრი, იმ შემთხვევაში, თუ თვითმფრინავის სერტიფიცირებული სამგზავრო ადგილების მაქსიმალური კონფიგურაცია ტოლია ან არ აღემატება 6-ს.

2. ნებისმიერი ტიპის ELT-ს და PLB-ს უნდა გააჩნდეს 121,5 მჰც და 406 მჰც სიხშირეებზე სიგნალის ერთდროულად გადაცემის შესაძლებლობ