1. ნებისმიერი ვერტმფრენი, რომელსაც გააჩნია I და II კლასის საფრენოსნო ტექნიკური მახასიათებლები უნდა იყოს აღჭურვილი სულ ცოტა ერთი ავტომატური ELT–ით. როდესაც ფრენა ხორციელდება ამ წესის 49–ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის მიხედვით ერთი ავტომატური ELT–ით და სამაშველო ტივზე ან სამაშველო ჟილეტზე ELT (S)-ით.

2. ნებისმიერი ვერტმფრენი რომელსაც გააჩნია III კლასის საფრენოსნო ტექნიკური მახასიათებლები უნდა იყოს აღჭურვილი სულ ცოტა ერთი ავტომატური ELT–ით. როდესაც ფრენა ხორციელდება ამ წესის 49–ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის მიხედვით ერთი ავტომატური ELT–ით და სამაშველო ტივზე ან სამაშველო ჟილეტზე ELT (S)-ით.

3. ELT-ბი რომლებიც აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი და მე–2 პუნქტების მოთხოვნას, გამოყენებული უნდა იქნას ჩიკაგოს კონვენციის მე-10 დანართის მე–3 ტომის თანახმა