1.ნებისმიერ სხ-ზე უნდა იყოს ავტომატური ELT.
2. 19-ზე მეტი მგზავრთტევადობის ნებისმიერ სხ-ზე, რომელზეც საფრენად ვარგისობის ინდივიდუალური მოწმობა პირველად გაიცა 2008 წლის 1-ლი ივლისიდან, უნდა აღიჭურვოს, სულ ცოტა, ორი ELT-თი, რომელთაგან ერთი მაინც ავტომატურია.
3. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვლისიწინებული სხ-ის გარდა, 19 ადგილიანი და ნაკლები მგზავრთტევადობის ნებისმიერი სხ-ი უნდა აღიჭურვოს, სულ ცოტა, ნებისმიერი ტიპის ერთი ELT-თი.
4. 19 ადგილიანი და ნაკლები მგზავრთტევადობის ნებისმიერი სხ-ი, რომელზეც საფრენად ვარგისობის ინდივიდუალური მოწმობა პირველად გაიცა 2008 წლის 1-ლი ივლისიდან, უნდა აღიჭურვოს, სულ ცოტა, ერთი ავტომატური ELT-თი.
5. ამ მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებში მითითებული ELT-ის აღჭურვილობის მოთხოვნები მოქმედებს ჩიკაგოს კონვენციის მე-10 დანართის III ტომის დებულებების შესაბამისად.
6. ELT-ს რაოდენობის, ტიპისა და სხ-ზე და საცურავ საშუალებებზე განთავსების სწორი არჩევანით, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ELT-ს ჩართვის ყველაზე უფრო დიდი ალბათობა საავიაციო მოვლენისას, გადამცემი ბლოკი უნდა განთავსდეს ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს დაზიანებისა და ხანძრისა და შემთხვევითი ჩართვისაგან და მოსახერხებელი იყოს სწრაფად აღმოჩენისა და ხელით ჩართვისათვი