1. ნებისმიერი ტურბორეაქტიული, 5700კგ-ზე მეტი მაქსიმალური სერტიფიცირებული ასაფრენი მასის ან 9-ზე მეტი სამგზავრო ადგილის მქონე სხ-ი, უნდა აღიჭურვოს ქარცვლაზე წინასწარი გაფრთხილების სისტემით.
2. ქარცვლაზე წინასწარი გაფრთხილების სისტემით, უზრუნველყოფილი უნდა იყოს პილოტისათვის მნათი და ბგერითი სიგნალის დროული გადაცემა ქარცვლაზე სხ-ს წინ, აგრეთვე - სხვა ინფორმაციის, რაც პილოტს საშუალებას მისცემს, უსაფრთხოდ დაიწყოს და განაგრძოს შეწყვეტილი დასაფრენად შესვლა, მეორე წრეზე წასვლა ან მიიღოს საშიშროების თავიდან ასაცილებელი ზომები. ასევე, სისტემით პილოტს უნდა ეცნობოს დასაფრენად ავტომატური შესვლის აღჭურვილობის სერტიფიცირებისას დადგენილ ზღვრებთან მიახლოება (თუ ასეთი აღჭურვილობა გამოიყენება