1. ნებისმიერი სხ-ი უნდა აღიჭურვოს ბარომეტრული სიმაღლის მონაცემების გადამცემი მიმღებ-მოპასუხით, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს ჩიკაგოს კონვენციის №10 დანართის IV ტომის მოთხოვნებს.
2. ნებისმიერი სხ-ი, რომელზეც საფრენად ვარგისობის ინდივიდუალური მოწმობა პირველად გაიცა 2009 წლის 1-ლი იანვრის შემდეგ, უნდა აღიჭურვოს მონაცემების წყაროთი, რომელიც ბარომეტრულ სიმაღლეს გადასცემს, სულ ცოტა, 7,62 მ (25 ფტ)-ის სიზუსტით.
3. 2012 წლის 1 იანვრის შემდეგ, ნებისმიერი სხ-ი უნდა აღიჭურვოს მონაცემების წყაროთი, რომელიც ბარომეტრულ სიმაღლეს გადასცემს, სულ ცოტა, 7,62 მ (25 ფტ)-ის სიზუსტით.
4. S-რეჟიმის მიმღებ-მოპასუხეს უნდა მიეწოდოს მონაცემები ”ჰაერში/ხმელეთზე” მდგომარეობის შესახებ, თუ სხ-ი აღჭურვილია ამ მდგომარეობის გამოვლენის ავტომატური საშუალებით.
შენიშვნა: მიმღებ-მოპასუხის პასუხებით C-რეჟიმში ყოველთვის გადაიცემა ბარომეტრული სიმაღლე 30,50 მ (100 ფტ)-ის ნამატით, ამოსავალი მონაცემების სიზუსტის მიუხედავა