1. სხ-ზე უნდა იყოს ისეთი სანაოსნო აღჭურვილობა, რომლის გამოყენებით შეიძლება ფრენა:
ა) ფრენის სამუშაო გეგმის შესაბამისად; და
ბ) სმმ-ის მოთხოვნების შესაბამისად.
იმ შემთხვევების გამოკლებით (თუ უფლებამოსილი ორგანო არ კრძალავს), როცა ვფწ-ით ნაოსნობა ხორციელდება მიწისზედა ორიენტირებთან ვიზუალური კონტაქტის დამყარებით.
2. იმ რაიონში/მარშრუტზე ფრენისას, სადაც დადგენილია სანაოსნო სპეციფიკაცია RВN-ისათვის, ამ მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნების დამატებით სხ-ზე:
ა) უნდა იყოს ისეთი სანაოსნო აღჭურვილობა, რაც საშუალებას მისცემს ფრენა შეასრულოს დადგენილი სანაოსნო სპეციფიკაციების შესაბამისად; და
ბ) იღებს სააგენტოს ნებართვას ასეთ საჰაერო სივრცეში საფრენად.
შენიშვნა: მახასიათებლებზე დაფუძნებული ნაოსნობის ინფორმაციას და საექსპლუატაციო დამტკიცებისა და დანერგვის პროცესის მასალებს შეიცავს იკაოს DOC 9613, სადაც ასევე მოცემული სანაოსნო სისტემებზე, სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანოების მიერ მომზადებული, საბუთების სარეკომენდაციო სია.
3. საჰაერო სივრცის იმ მონაკვეთებზე ფრენისას, სადაც, რეგიონული სანაოსნო შეთანხმებით, გათვალისწინებულია МNРS-ის მოთხოვნები, სხ-ზე უნდა იყოს ისეთი სანაოსნო აღჭურვილობა, რითაც:
ა) ეკიპაჟი უზრუნველყოფილი იქნება მარშრუტის შენარჩუნების ან მისგან გადახრის უწყვეტი ინდიკაციით, სათანადო სიზუსტით ნებისმიერ წერტილში; და
ბ) სააგენტო გასცემს МNРS-ზე ფრენის ნებართვას.
შენიშვნა. МNРS-ის ტექნიკურ მოთხოვნებს და მისით სარგებლობის წესებს შეიცავს Dос 7030.
4. საჰაერო სივრცის გარკვეულ რაიონებში საფრენად, სადაც, რეგიონული სანაოსნო შეთანხმების საფუძველზე, 290 და 410 (ჩათვლით) ეშელონებს შორის გამოიყენება RVSM-ი (300 მ/1000ფტ), სხ-ი:
ა) უნდა იყოს ისე აღჭურვილი, რომ უზრუნველყოს:
ა.ა) ფრენის ეშელონის კაბინაში ინდიკაცია;
ა.ბ) ეშელონის ავტომატურ რეჟიმში შენარჩუნება;
ა.გ) ეშელონიდან გადახრის გაფრთხილება. გაფრთხილების ასახვისას, ზღვრული გადახრა არ აღემატება ± 90 მ-ს (300ფტ-ს);
ა.დ) აბსოლუტური ბარომეტრული სიმაღლის ავტომატური ინდიკაცია;
ბ) სააგენტო გასცემს შესაბამის საჰაერო სივრცეში ფრენის ნებართვას;
გ) ასახავს ვერტიკალური ნაოსნობის მახასიათებლებს ამ წესების მე-4 დანართის შესაბამისად.
5. სააგენტო გასცემს RVSM ნებართვას თუ დარწმუნდება, რომ:
ა) სხ-ის მიერ ვერტიკალური ნაოსნობის შესაძლებლობები ამ წესების მე-4 დანართის მოთხოვნებს შეესაბამება;
ბ) ექსპლუატანტს შემოღებული აქვს საფრენად ვარგისობის შენარჩუნების პროგრამა, პრაქტიკა და პროცედურები;
გ) ექსპლუატანტს, საფრენოსნო ეკიპაჟებისათვის, შემოღებული აქვს RVSM-ით ფრენის სათანადო პროცედურები.
შენიშვნა: RVSM-ის დამტკიცება გლობალური მასშტაბით მოქმედებს იმ პირობით, რომ ამ რეგიონისათვის დადგენილი ნებისმიერი საექსპლუატაციო პროცედურა ასახულია ფშს-ით ან ეკიპაჟისათვის მიცემული სხვა მასალით.
6. RVSM-ის მოქმედების საჰაერო სივრცეში ფარდობითი სიმაღლის შენარჩუნების მოთხოვნებისადმი შეუსაბამო სხ-ების ან მათი ტიპური ჯგუფების მიმართ, სააგენტო ექსპლუატანტის ან რეგისტრაციის სახელმწიფოსთან ერთად (საჭიროებისას), დაუყოვნებლივ იღებს ზომებს.
7. ექსპლუატანტისათვის RVSM-ის გაცემისას, აუცილებელი პირობაა, რომ სხ-ის ყოველი ტიპური ჯგუფის არანაკლებ ორი სხ-ის ფარდობითი სიმაღლის შენარჩუნების მახასიათებლები მოწმდებოდეს, სულ ცოტა, ორ წელიწადში ერთხელ, ან ყოველი 1000 სთ ნაფრენის შემდეგ, იმისდა მიხედვით, თუ რომელი პერიოდია უფრო მეტი. თუ ექსპლუატანტის სხ-ების ტიპური ჯგუფი ერთ სხ-ს შეიცავს, მისი კონტროლი ხორციელდება სააგენტოს მიერ დადგენილ პერიოდში.
შენიშვნა: ამ მოთხოვნის შესასრულებლად, შეიძლება გამოყენებულ იქნეს, იკაოს მე-11 დანართის 3.3.5.2 პუნქტის მიხედვით დადგენილი, შემოწმების რეგიონული პროგრამის ფარგლებში მიღებული მონაცემები.
8. სააგენტო ადგენს ისეთ პროცედურებს, რითაც უზრუნველყოფილია შესაბამისი მოქმედებების გატარება იმ ექსპლუატანტებისა და სხ-ების მიმართ, რომლებიც RVSM-ის საჰაერო სივრცეში ფრენენ მოქმედი დამტკიცების გარეშე.
შენიშვნა: RVSM-ის საჰაერო სივრცეში მფრენი სხ-ების დამტკიცების სახელმძღვანელო მასალას შეიცავს იკაოს DOC 9574.
9. სხ-ზე უნდა იყოს საკმაო სანაოსნო აღჭურვილობა იმისათვის, რომ, ფრენის ნებისმიერ ეტაპზე აღჭურვილობის ერთ-ერთი ელემენტის მტყუნებისას, მას შეეძლოს ფრენის გაგრძელება ამ მუხლის პირველი პუნქტის, შესაბამის შემთხვევებში კი ამ მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების მიხედვით.
შენიშვნა 3. RVSM-ის საჰაერო სივრცეში საფრენად საჭირო საბორტო აღჭურვილობის სახელმძღვანელო მასალას შეიცავს იკაოს DOC 9574.
10. ფრენისას, თუ იგეგმება დაფრენა სახელსაწყო მეტეოპირობებში, სხ-ს უნდა ჰქონდეს ისეთი რადიოაღჭურვილობა, რის საშუალებითაც მიაღწევს იმ წერტილამდე, საიდანაც ვიზუალური დაფრენა იქნება შესაძლებელი. ეს აღჭურვილობა იძლევა იმის საშუალებას, რომ დაფრენა განხორციელდეს ნებისმიერ აეროდრომზე სადაც იგეგმება დაფრენა სახელსაწყო მეტეოპირობებში და ნებისმიერ დაგეგმილ სათადარიგო აეროდრომებზ